wylis_seqtoriწყლის რესურსების მართვა და დაცვა საქართველოსა და ევროკავშირის მიდგომები.

საქართველო წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყანად ითვლება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წყლის რესურსები არათანაბრად არის გადანაწილებული და უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია თავმოყრილი. ამდენად, წყლის მართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად წყლის რესურსების სწორი გადანაწილება და რესურსით ღარიბი აღმოსავლეთ ნაწილის წყლით მომარაგება რჩება.

გარდა ამისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ზედაპირული წყლების დაბინძურება, მათ შორის ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაც. დღესდღეობით საქართველოში წყლის მართვისა და დაცვის საკითხები გარემოსდაცვით სფეროში ერთ-ერთი პრიორიტეტულია. წყლის რესურსების სააუზო მართვაზე გადასვლის უზრუნველყოფა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2007 წლის პრიორიტეტებში შედის. გარდა ამისა, ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის საკითხები საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის ნაწილია. 

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს შორის ასევე მოხსენიებულია წყლის მართვასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ევროკავშირისაქართველოს სამოქმედო გეგმაში გარემოს დაცვის სფეროს პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა: წყლის ხარისხის სფეროში ჩარჩო კანონმდებლობისა და საბაზისო პროცედურების შემუშავება და დაგეგმვის უზრუნველყოფა, წყლის მართვის სფეროში ტრანსსასაზღვრო მიდგომის გაუმჯობესება, ისევე როგორც “ევროკავშირის წყლის ინიციატივის” შემადგენელ “აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის კომპონენტში” აქტიური მონაწილეობის მიღება.