waret_leafletწყლის რესურსების მართვა და დაცვა საქართველოსა და ევროკავშირის მიდგომები

ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დღესდღეობით, წყლის მართვისა და დაცვის საკითხები საქართველოშიც ძალზე აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყანად ითვლება, წყლის რესურსები არათანაბრად არის გადანაწილებული და უმეტესად დასავლეთშია თავმოყრილი. ამდენად, წყლის მართვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად რესურსის სწორი გადანაწილება და რესურსით ღარიბი აღმოსავლეთ ნაწილის წყლით მომარაგება რჩება. გარდა ამისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ზედაპირული წყლების დაბინძურება, მათ შორის ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაც.