საჯარო პოლიტიკის ნარკვევი - წყლის სექტორი: თანამედროვე ინსტიტუციური მოწყობა და რეგულირების მექანიზმები

საქართველოში წყლის მართვის სისტემა, ძირითადად, გასული საუკუნის 90-იან წლების მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. 2005 წლის შემდეგ სისტემამ ეტაპობრივად განიცადა ცვლილებები; ბოლო მასშტაბური ცვლილებები 2011 წლის მარტში განხორციელდა. წარმოდგენილ საჯარო პოლიტიკის ნარკვევში განხილულია ბოლო წლებში საქართველოს წყლის სექტორში განხორციელებული მარეგულირებელი ჩარჩოსა და ინსტიტუციური მოწყობის რეფორმის შედეგად მიღებული სურათი; ასევე გაანალიზებულია, თუ რამდენად უწყობს ხელს ამჟამინდელი ინსტიტუციური მოწყობა და რეგულირების ინსტრუმენტები წყლის სექტორში ეროვნული პოლიტიკის მიზნების მიღწევას. ნარკვევის დასასრულს წარმოდგენილია რეკომენდაციები პოლიტიკის მიზნების მისაღწევად გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესახებ.