KHUDONI_-Georgiaხუდონჰესის მშენებლობა – ენერგოკრიზისით გამოწვეული აუცილებლობა?! 

უკანასკნელ ათწლეულებში მსოფლიოში მილიონობით ადამიანს დაემუქრა თავისი საცხოვრებელი გარემოს, კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების დაკარგვა დიდი კაშხლების მშენებლობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტების განხორციელებას, თითქოს და ეკონომიკური განვითარებისათვის უნდა შეეწყო ხელი, სინამდვილეში ადგილი ჰქონდა სიღარიბის, გარემოს დეგრადაციისა და ადამიანის უფლებების შელახვის შემთხვევების ზრდას. დაახლოებით 40-დან 80-მდე მილიონი ადამიანი იქნა გადასახლებული თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან დიდი კაშხლების მშენებლობის შედეგად. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს ადამიანები მიტოვებულნი იყვნენ ყოველნაირი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების გარეშე.