2017 წლის დასაწყისში მწვანე ალტერნატივამ გამოსცა ანგარიშის განახლებული ვერსია  „გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში“; გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის განხილვისას შეფასდა ე.წ. მსხვილი დამბინძურებლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობა და მომზადდა საქმიანობის მასშტაბითა და გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით ოთხი გამორჩეული საწარმოს პროფილი. ესენია: (1) არემჯი (2) ჯორჯიან მანგანეზი (3) საქნახშირი; და (4) ჰაიდელბერგცემენტი. ეს დოკუმენტები კომპანიის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობას აღწერს.