ciagiწიაღის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემები

დღეისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პრაქტიკის და გარემოზე ზეგავლენის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. საგულისხმოა, რომ წიაღთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა არამარტო ინფორმაციის დეფიციტით არის გამოწვეული, არამედ „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესით, რომლის თანახმად, „ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ, წარმოადგენს იმ სუბიექტის საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ფაქტიურად, არ ქმნის ინფორმაციას წიაღის მდგომარეობის შესახებ და ერთადერთი წყარო ამ სფეროში ინფორმაციისა არის წიაღით მოსარგებლეების მიერ (საკუთარი სახსრებით მომზადებული) სამინისტროში წარდგენილი ანგარიშები, რომელიც არ არის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი.