ekosistemebzeეკონომიკური პროექტების ზემოქმედების შედეგად ეკოსისტემების განადგურებასთან დაკავშირებული გამოწვევები  

საჯარო პოლიტიკის ნარკვევი ეძღვნება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარემოსდაცვით პრობლემას – სხვადასხვა ინფრასტრუქტურული/ეკონომიკური პროექტის შედეგად ეკოსისტემებისა და ჰაბიტატების განადგურებას და დეგრადაციას. ნარკვევში განხილულია ამ საკითხის მარეგულირებელი მოქმედი კანონმდებლობის ნაკლოვანებები; დახასიათებულია ბუნებრივ და სოციალური გარემოსთან დაკავშირებული საფრთხეები, რომელიც ახლავს აღნიშნული რეგულაციების საფუძველზე დაგეგმილ/მიმდინარე საქმიანობებს. ნარკვევში განხილულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული საქართველოს კანონების „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსი“ და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ პროექტებში მოცემული გამჭოლი საკითხები, მათი შესაბამისობა მდგრადი მართვის პრინციპებთან და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთან.