ciagiseuliსასარგებლო წიაღისეულის მოპოვება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და საზოგადოების მონაწილეობის გარეშე

სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის უფლების მინიჭების წესი ბოლო 20 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. ცვლილებათა უმეტესობა ითვალისწინებდა სარგებლობის უფლების მინიჭების უფლებამოსილების მქონე უწყების შეცვლას; თუმცა, ამ ცვლილებებს არსებითი ზეგავლენა არ მოუხდენია ლიცენზიის გაცემის პირობებზე და არც გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესება ან გაუარესება გამოუწვევია. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ცვლილება, რომელიც 2005 წელს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის მიღებას მოჰყვა და რომლითაც წიაღით სარგებლობის უფლების მინიჭების წესი რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ, ცვლილების შედეგად, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის უფლების ყიდვა, ყოველგვარი დამატებითი პირობის გარეშე, შესაძლებელი გახდა აუქციონზე. ამასთან, წიაღით სარგებლობა, მანამდე მოქმედი წესისაგან განსხვავებით, აღარ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.