გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ინსტიტუციური მოწყობის და რეგულირების მექანიზმების ხარვეზების ანალიზი

გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ინსტიტუციური მოწყობის და რეგულირების მექანიზმების ხარვეზების ანალიზი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვა და გაუმჯობესება მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის. მოწინავე ქვეყნები პერიოდულად იმუშავებენ სახელმწიფო პოლიტიკას, სტრატეგიებს, პროგრამებსა და გეგმებს ჰაერის ხარისხის მართვასთან დაკავშირებული პრიორიტეტული პრობლემების გადასაჭრელად. საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ ითვალისწინებს რიგი გარემოსდაცვითი მექანიზმების გამოყენებას, ჰაერის ხარისხის მართვის მიზნით. ამ მექანიზმებიდან ზოგიერთი მოქმედებს პრაქტიკაში, …

გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ინსტიტუციური მოწყობის და რეგულირების მექანიზმების ხარვეზების ანალიზი

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვა და გაუმჯობესება მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის. მოწინავე ქვეყნები პერიოდულად იმუშავებენ სახელმწიფო პოლიტიკას, სტრატეგიებს, პროგრამებსა და გეგმებს ჰაერის ხარისხის მართვასთან დაკავშირებული პრიორიტეტული პრობლემების გადასაჭრელად.

საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ ითვალისწინებს რიგი გარემოსდაცვითი მექანიზმების გამოყენებას, ჰაერის ხარისხის მართვის მიზნით. ამ მექანიზმებიდან ზოგიერთი მოქმედებს პრაქტიკაში, ზოგიერთი მათგანი კვლავაც აუმოქმედებელი რჩება შესაბამისი კანონმდებლობის ან კანონქვემდებარე აქტების მიუღებლობის, ასევე ქვეყანაში სათანადო ტექნიკური, ფინანსური და ადამიანური შესაძლებლობების არარსებობის გამო. ზოგიერთი ე.წ. გარემოსდაცვითი ინსტრუმენტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მოწინავე ქვეყნებში, საქართველოში არც კანონმდებლობით არის  გათვალისწინებული და არც პრაქტიკაში გამოიყენება.


საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში მესამე ანგარიში

 საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში მესამე ანგარიში საკუთრების ხელყოფის ფაქტები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვხვდება.  ანგარიში საკუთრების სხვადასხვა ფორმით ხელყოფის საკითხებს ეხება და რამდენიმე რეგიონს მოიცავს. ანგარიში შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან:  1. მოქალაქეების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების ჩუქება-მიტოვების ფაქტები. 2. მესაკუთრეების მიერ უკვე რეგისტრირებული უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე თვითნებური დარეგისტრირება.

 საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში მესამე ანგარიში

საკუთრების ხელყოფის ფაქტები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვხვდება.  ანგარიში საკუთრების სხვადასხვა ფორმით ხელყოფის საკითხებს ეხება და რამდენიმე რეგიონს მოიცავს. ანგარიში შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: 

1. მოქალაქეების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების ჩუქება-მიტოვების ფაქტები.

2. მესაკუთრეების მიერ უკვე რეგისტრირებული უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე თვითნებური დარეგისტრირება.


ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის მექანიზმის (ENPI) გზამკვლევი

ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის მექანიზმის (ENPI) გზამკვლევი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა (ENP) ჩამოყალიბდა 2003 წელს. ENP-ს მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროკავშირთან უშუალო მეზობლობაში მყოფი ქვეყნების სტაბილურობასა და სახელისუფლებო სტრუქტურების გამართულ მუშაობაში, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირის აღმოსავლეთითა და სამხრეთით ძლიერი ხელისუფლების მქონე სახელმწიფოების ჯაჭვის ჩამოყალიბებას, რომლებთანაც ევროკავშირს ექნება მჭიდრო და თანამშრომლური ურთიერთობა.  ENP-ს ფარგლებში ევროკავშირი მის მეზობლებს სთავაზობს პრივილეგირებულ ურთიერთობებს, რომლებიც აგებულია …

ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის მექანიზმის (ENPI) გზამკვლევი

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა (ENP) ჩამოყალიბდა 2003 წელს. ENP-ს მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროკავშირთან უშუალო მეზობლობაში მყოფი ქვეყნების სტაბილურობასა და სახელისუფლებო სტრუქტურების გამართულ მუშაობაში, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირის აღმოსავლეთითა და სამხრეთით ძლიერი ხელისუფლების მქონე სახელმწიფოების ჯაჭვის ჩამოყალიბებას, რომლებთანაც ევროკავშირს ექნება მჭიდრო და თანამშრომლური ურთიერთობა. 

ENP-ს ფარგლებში ევროკავშირი მის მეზობლებს სთავაზობს პრივილეგირებულ ურთიერთობებს, რომლებიც აგებულია საერთო ფასეულობებისადმი ერთგულებაზე, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, სახელისუფლებო წესრიგი, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და მდგრადი განვითარება. 

 


წყალი – პრეზიდენტის სასახლიდან ჩვენს ონკანამდე, ანუ “პრივატიზება ქართულად”-3

ანგარიშში ასახულია თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების პრივატიზების პროცესის მონიტორინგის შედეგები.  ჩამოტვირთვა საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით და ქვეყანა არ განიცდის რესურსის ნაკლებობას წყალზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად; თუმცა, ქვეყნის ტერიტორიაზე რესურსის არათანაბრი გადანაწილება (უპირატესად თავმოყრილია საქართველოს დასავლეთ ნაწილში, მაშინ, როცა აღმოსავლეთის რეგიონები ხშირად წყლის მწვავე ნაკლებობას განიცდიან) და წყალმომარაგების სისტემების გაუმართაობა და ზოგიერთ შემთხვევაში კი, არარსებობა, მნიშვნელოვანად ზღუდავს სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობას. 

ანგარიშში ასახულია თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების პრივატიზების პროცესის მონიტორინგის შედეგები.  ჩამოტვირთვა

საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით და ქვეყანა არ განიცდის რესურსის ნაკლებობას წყალზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად; თუმცა, ქვეყნის ტერიტორიაზე რესურსის არათანაბრი გადანაწილება (უპირატესად თავმოყრილია საქართველოს დასავლეთ ნაწილში, მაშინ, როცა აღმოსავლეთის რეგიონები ხშირად წყლის მწვავე ნაკლებობას განიცდიან) და წყალმომარაგების სისტემების გაუმართაობა და ზოგიერთ შემთხვევაში კი, არარსებობა, მნიშვნელოვანად ზღუდავს სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობას. 


საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა დაბა მესტიის მაგალითზე

ანგარიშში აღწერილია საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები და ზოგადად, განსახლებასთან დაკავშირებული პრობლემები მესტიასა და გონიოში მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტების განხორციელებისას. ანგარიშები ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის – ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის“ – ერთობლივი მუშაობის პროდუქტია. ჩამოტვირთვა

ანგარიშში აღწერილია საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები და ზოგადად, განსახლებასთან დაკავშირებული პრობლემები მესტიასა და გონიოში მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტების განხორციელებისას. ანგარიშები ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის - ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის“ - ერთობლივი მუშაობის პროდუქტია. ჩამოტვირთვა


ორჰუსის კონვენციის განხორციელება საქართველოში

ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში ორჰუსის კონვენციის შესრულების მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული მოსაზრებები. გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენცია (ორჰუსის კონვენცია) საქართველოში ძალაშია 2000 წლიდან. საქართველოს მთავრობა რეგულარულად, სამ წელიწადში ერთხელ, წარუდგენს კონვენციის სამდივნოს კონვენციის შესრულების შესახებ ანგარიშს. ჩამოტვირთვა

ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში ორჰუსის კონვენციის შესრულების მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული მოსაზრებები. გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენცია (ორჰუსის კონვენცია) საქართველოში ძალაშია 2000 წლიდან. საქართველოს მთავრობა რეგულარულად, სამ წელიწადში ერთხელ, წარუდგენს კონვენციის სამდივნოს კონვენციის შესრულების შესახებ ანგარიშს. ჩამოტვირთვა


ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირისა და საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების 2010 წლის შეფასება

წინამდებარე ანგარიში მიზნად ისახავს სწორედ იმის ჩვენებას თუ რა ცვლილებები განხორციელდა 2010 წლის განმავლობაში, და რა სიცარიელეს ქმნიან ის გამოწვევები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს/აქტივისტებს აიძულებთ ქვეყნის განვითარების ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებისგან დაშორებაზე ისაუბრონ. ანგარიშში განხილული საკითხები ეხება 2010 წელს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ ცვლილებებს და მათთან დაკავშირებულ პრიორიტეტულ მიზნებს.  ჩამოტვირთვა

წინამდებარე ანგარიში მიზნად ისახავს სწორედ იმის ჩვენებას თუ რა ცვლილებები განხორციელდა 2010 წლის განმავლობაში, და რა სიცარიელეს ქმნიან ის გამოწვევები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს/აქტივისტებს აიძულებთ ქვეყნის განვითარების ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებისგან დაშორებაზე ისაუბრონ.

ანგარიშში განხილული საკითხები ეხება 2010 წელს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ ცვლილებებს და მათთან დაკავშირებულ პრიორიტეტულ მიზნებს.  ჩამოტვირთვა


საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა სოფელ გონიოს მაგალითზე

ანგარიში აღწერილია საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები და ზოგადად, განსახლებასთან დაკავშირებული პრობლემები მესტიასა და გონიოში მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტების განხორციელებისას. ანგარიშები ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის – ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის“ ერთობლივი მუშაობის პროდუქტია.  ჩამოტვირთვა

ანგარიში აღწერილია საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები და ზოგადად, განსახლებასთან დაკავშირებული პრობლემები მესტიასა და გონიოში მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტების განხორციელებისას. ანგარიშები ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის - ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის“ ერთობლივი მუშაობის პროდუქტია.  ჩამოტვირთვა


ადვოკატირება გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობისთვის

პუბლიკაციაში აღწერილია მწვანე ალტერნატივას მიერ, მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 2009-2010 წლების განმავლობაში წარმოებული ზოგიერთი ადვოკატირების კამპანია. პუბლიკაციაში, სხვა საკითხებთან ერთად, აღწერილია ადვოკატირების კამპანიისას გამოყენებული ინსტრუმენტები. ეს პუბლიკაცია განსაკუთრებით სასარგებლო იქნება სამოქალაქო საზოგადოების იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ საჯარო პოლიტიკაზე ან/და განვითარების პროექტებზე, გეგმებსა და პროგრამებზე. ჩამოტვირთვა

პუბლიკაციაში აღწერილია მწვანე ალტერნატივას მიერ, მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 2009-2010 წლების განმავლობაში წარმოებული ზოგიერთი ადვოკატირების კამპანია. პუბლიკაციაში, სხვა საკითხებთან ერთად, აღწერილია ადვოკატირების კამპანიისას გამოყენებული ინსტრუმენტები. ეს პუბლიკაცია განსაკუთრებით სასარგებლო იქნება სამოქალაქო საზოგადოების იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ საჯარო პოლიტიკაზე ან/და განვითარების პროექტებზე, გეგმებსა და პროგრამებზე. ჩამოტვირთვა


ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულების ეფექტურობის შეფასება

ანგარიში ასახავს ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულებაში მიღწეულ პროგრესს 2009-2010 წლების განმავლობაში და აჯამებს 2007-2010 წლებში გატარებულ ღონისძიებებსა და მიღწევებს. ჩამოტვირთვა

ანგარიში ასახავს ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულებაში მიღწეულ პროგრესს 2009-2010 წლების განმავლობაში და აჯამებს 2007-2010 წლებში გატარებულ ღონისძიებებსა და მიღწევებს. ჩამოტვირთვა


Page 6 of 10« First...45678...Last »