საქართველოს სატყეო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი და რეკომენდაციები

საქართველოს სატყეო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი და რეკომენდაციები იმისათვის, რომ სატყეო რეფორმა წარმატებით განხორციელდეს, სატყეო სექტორის განვითარების გეგმებში განსაკუთრებული როლი უნდა ითამაშონ ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა. სხვანაირად არც შეიძლება. საქართველოს მთელ რიგ რაიონებში, სატყეო სექტორი ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს განუყოფელი ნაწილია. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველი  ერთეულების ექსკლუზიური ინტერესები ტყის რესურსებთან მიმართებაში გარკვეულ წილად კანონმდებლობითაც არის გარანტირებული.

satyeo_seqtoris_maregulirebსაქართველოს სატყეო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი და რეკომენდაციები

იმისათვის, რომ სატყეო რეფორმა წარმატებით განხორციელდეს, სატყეო სექტორის განვითარების გეგმებში განსაკუთრებული როლი უნდა ითამაშონ ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა. სხვანაირად არც შეიძლება. საქართველოს მთელ რიგ რაიონებში, სატყეო სექტორი ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს განუყოფელი ნაწილია. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველი 
ერთეულების ექსკლუზიური ინტერესები ტყის რესურსებთან მიმართებაში გარკვეულ წილად კანონმდებლობითაც არის გარანტირებული.


პრივატიზაცია და გარემოსდაცვა “საქართველოს ტყეების პრივატიზაცია – ნაბიჯი გაურკვევლობისა თუ საბაზრო ეკონომიკისკენ”

პრივატიზაცია და გარემოსდაცვა "საქართველოს ტყეების პრივატიზაცია – ნაბიჯი გაურკვევლობისა თუ საბაზრო ეკონომიკისკენ"  დღეს საქართველოში მრავალ საინტერესო პროცესს აქვს ადგილი როგორც სახელმწიფოს მშენებლობის, ასევე ეკონომიკის განვითარების კუთხით. თუმცა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მიუხედავად მომრავლებული ე.წ. რეფორმებისა სხვადასხვა სექტორში და განსაკუთრებით გარემოს დაცვაში, არ არსებობს ერთიანი კონცეფცია, თუ როგორ უნდა გადავლახოთ არსებული პრობლემები. თუ დავეყრდნობით ოფიციალურ განცხადებებს, საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირში გაერთიანებაა. თუმცა, …

saqart_tyeebis_privatizacia,jpgპრივატიზაცია და გარემოსდაცვა "საქართველოს ტყეების პრივატიზაცია - ნაბიჯი გაურკვევლობისა თუ საბაზრო ეკონომიკისკენ" 

დღეს საქართველოში მრავალ საინტერესო პროცესს აქვს ადგილი როგორც სახელმწიფოს მშენებლობის, ასევე ეკონომიკის განვითარების კუთხით. თუმცა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მიუხედავად მომრავლებული ე.წ. რეფორმებისა სხვადასხვა სექტორში და განსაკუთრებით გარემოს დაცვაში, არ არსებობს ერთიანი კონცეფცია, თუ როგორ უნდა გადავლახოთ არსებული პრობლემები. თუ დავეყრდნობით ოფიციალურ განცხადებებს, საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირში გაერთიანებაა. თუმცა, რეფორმების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით გარემოს დაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები, მნიშვნელოვანწილად აფერხებს ქვეყნის სვლას ევროკავშირთან ჰარმონიზაციის გზით. სახელმწიფო გარემოს დაცვაში მიმდინარე რეფორმებით ცდილობს საერთოდ ჩამოიცილოს კონტროლის ფუნქცია და მიაჩნია, რომ კერძო სექტორი ამას უკეთესად შესძლებს. სავალალოა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს ღებულობენ გადაწყვეტილებებს არ გააჩნიათ თანამედროვე ეკონომიკური განათლება, რომ არაფერი არ ვთქვათ გარემოსდაცვით განათლებაზე. წარმოებული რეფორმები წარმოადგენენ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფუნდამენტალური იდეების ხორცშესხმას, თუმცა ხანდახან ეს იმდენად სწორხაზოვნად ხდება, რომ თვით ამ ორგანიზაციის წარმომადგენლების უდიდეს გაკვირვებას და აღშფოთებასაც კი იწვევს.


საჩივრების წარდგენისა და სადავო საკითხების მოგვარების მექანიზმები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის

საჩივრების წარდგენისა და სადავო საკითხების მოგვარების მექანიზმები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის   ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ხშირად მოგვმართავს თხოვნით, განუმარტოთ, თუ ვინ, როდის და როგორ უნდა მოაგვაროს საქართველოში ბთჯ ნავთობსადენის პროექტის განხორციელებასთან (მაგალითად, მიწის კომპენსაციასთან, დასაქმებასთან, დაზიანებულ გზებთან ან საცხოვრებელ სახლებთან, მძიმე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებით გამოწვეულ ხმაურსა და მტვერთან, გაუვარგისებულ მიწასთან და სხვ.) დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური (სადავო) საკითხი.  …

sachivrebis_wardgenaსაჩივრების წარდგენისა და სადავო საკითხების მოგვარების მექანიზმები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ხშირად მოგვმართავს თხოვნით, განუმარტოთ, თუ ვინ, როდის და როგორ უნდა მოაგვაროს საქართველოში ბთჯ ნავთობსადენის პროექტის განხორციელებასთან (მაგალითად, მიწის კომპენსაციასთან, დასაქმებასთან, დაზიანებულ გზებთან ან საცხოვრებელ სახლებთან, მძიმე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებით გამოწვეულ ხმაურსა და მტვერთან, გაუვარგისებულ მიწასთან და სხვ.) დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური (სადავო) საკითხი. 

როგორც ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, მოსახლეობა ნაკლებად ფლობს ინფორმაციას, თუ ვის და რა ფორმით უნდა მიმართოს სოფელმა ან კერძო პირმა ამა თუ იმ სადავო საკითხის თაობაზე. მოსახლეობა ხშირად აღნიშნავს, რომ მათ წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი განცხადებით მიმართეს სხვადასხვა ორგანიზაციას, თუმცა ვერ მიიღეს პასუხი (ან პასუხი არ იყო დამაკმაყოფილებელი). ამდენად, ბთჯ ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სადავო საკითხის მოსაგვარებლად მიმართოს იმ ორგანიზაციას ან შესაბამის თანამდებობის პირს, რომლის ვალდებულებაცაა ამა თუ იმ პრობლემური საკითხის განხილვა და მის მოსაგვარებლად გარკვეული ზომების მიღება.


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია და სოციალური და გარემოსდაცვითი ვალდებულებები

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია და სოციალური და გარემოსდაცვითი ვალდებულებები   ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის პროცესში, ისევე როგორც ნებისმიერი დიდი პროექტის განხორციელებისას, ბუნებრივია, უამრავი პრობლემა იჩენს თავს. მდგომარეობას ამწვავებს ის დამოკიდებულება, რომელიც შექმნილია ნავთობსადენის პროექტთან მიმართებაში. ნებისმიერი პიროვნება თუ ორგანიზაცია, რომელიც თავისი პრობლემატიკიდან გამომდინარე, ცდილობს გააკრიტიკოს მილსადენის მშენებლობის პროცესი ან უბრალოდ მიუთითოს კომპანიის (ან პროექტში ჩართული სხვა  მხარეების) მიერ მიწოდებული ინფორმაციის არაადექვატურობაზე …

valdebulebebiბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია და სოციალური და გარემოსდაცვითი ვალდებულებები  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის პროცესში, ისევე როგორც ნებისმიერი დიდი პროექტის განხორციელებისას, ბუნებრივია, უამრავი პრობლემა იჩენს თავს. მდგომარეობას ამწვავებს ის დამოკიდებულება, რომელიც შექმნილია ნავთობსადენის პროექტთან მიმართებაში. ნებისმიერი პიროვნება თუ ორგანიზაცია, რომელიც თავისი პრობლემატიკიდან გამომდინარე, ცდილობს გააკრიტიკოს მილსადენის მშენებლობის პროცესი ან უბრალოდ მიუთითოს კომპანიის (ან პროექტში ჩართული სხვა 
მხარეების) მიერ მიწოდებული ინფორმაციის არაადექვატურობაზე ან სიმწირეზე, ავტომატურად მოიაზრება სახელმწიფოს მტრად, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ამავდროულად, გაიზარდა იმ მოსახლეობის გაფიცვების რაოდენობა, რომელიც უშუალოდ განიცდის პროექტის ზეგავლენას. გაფიცვების რაოდენობის ამგვარი ზრდა აიხსენება, ერთის მხრივ, ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების დაწყებით იმ ტერიტორიებზე, სადაც დროულად არ იქნა მოგვარებული კონფლიქტები, ხოლო მეორეს მხრივ, მოსახლეობისათვის ინფორმაციის არასრულყოფილად მიწოდებითა და საჩივრების განხილვის მექანიზმის არაეფექტური მუშაობით.


დაიცავით თქვენი შრომითი უფლებები! საქართველოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით დასაქმების მსურველთათვის

დაიცავით თქვენი შრომითი უფლებები! საქართველოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით დასაქმების მსურველთათვის  ბთჯ მილსადენის კომპანია (BTC Co) და მისი ნებისმიერი კონტრაქტორი (მაგ., სამშენებლო კომპანია) იღებენ ვალდებულებას, რომ “სახელმწიფოს ყველა მოქალაქე, რომელიც პროექტთან დაკავშირებით იქნება დაქირავებული, სამსახურში აყვანილ უნდა იქნეს წერილობით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს სამუშაო საათების რაოდენობა, შრომის ანაზღაურება და ხელფასზე დანამატები, რომელიც ერგება მოსამსახურეს, აგრეთვე დასაქმების სხვა …

დაიცავით თქვენი შრომითი უფლებები! საქართველოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით დასაქმების მსურველთათვის 

ბთჯ მილსადენის კომპანია (BTC Co) და მისი ნებისმიერი კონტრაქტორი (მაგ., სამშენებლო კომპანია) იღებენ ვალდებულებას, რომ “სახელმწიფოს ყველა მოქალაქე, რომელიც პროექტთან დაკავშირებით იქნება დაქირავებული, სამსახურში აყვანილ უნდა იქნეს წერილობით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს სამუშაო საათების რაოდენობა, შრომის ანაზღაურება და ხელფასზე დანამატები, რომელიც ერგება მოსამსახურეს, აგრეთვე დასაქმების სხვა პირობები”. ამასთან, ამავე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოყენებული შრომითი პირობები “არ უნდა იქნეს იმაზე ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე საქართველოს შრომის კანონმდებლობის ნორმები, რომელიც სახელმწიფოს მოქალაქეებზე ვრცელდება”. 


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, მიწის შეძენისა და კომპენსაციის პროცესის მიმოხილვა (შუალედური ანგარიში)

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, მიწის შეძენისა და კომპენსაციის პროცესის მიმოხილვა (შუალედური ანგარიში)    წარმოდგენილ დოკუმენტში განხილულია საქართველოში ბთჯ ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით მიწის შესყიდვისა და კომპენსაციის პროცესის მიმდინარეობა. დოკუმენტი ასახავს მიწის ნაკვეთების შესყიდვისა და კომპენსაციების გაცემის დროს წარმოქმნილ პრობლემურ საკითხებს და სამშენებლო დერეფანში მოქცეულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებს.  საქართველოში მიწის შეძენისა და კომპენსაციის პროცედურა ხორციელდება პროექტის სპონსორის მიერ მომზადებული …

BTCბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, მიწის შეძენისა და კომპენსაციის პროცესის მიმოხილვა (შუალედური ანგარიში)   

წარმოდგენილ დოკუმენტში განხილულია საქართველოში ბთჯ ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით მიწის შესყიდვისა და კომპენსაციის პროცესის მიმდინარეობა. დოკუმენტი ასახავს მიწის ნაკვეთების შესყიდვისა და კომპენსაციების გაცემის დროს წარმოქმნილ პრობლემურ საკითხებს და სამშენებლო დერეფანში მოქცეულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებს. 
საქართველოში მიწის შეძენისა და კომპენსაციის პროცედურა ხორციელდება პროექტის სპონსორის მიერ მომზადებული დოკუმენტების “საქართველოში მიწის შეძენისა და კომპენსაციის სახელმძღვანელო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენებისათვის” და “განსახლების სამოქმედო გეგმის” მიხედვით. პროექტის სპონსორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დოკუმენტები შემუშავებულ იქნა მსოფლიო ბანკის O.D 4.30 “იძულებითი გადასახლების პოლიტიკის” შესაბამისად.


საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობა

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობა  “საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის” პროექტი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მცდელობას გამოვლენილ იქნეს აღნიშნული ცვლილებების ავკარგიანობა მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენებისათვის და შემუშავებულ იქნეს რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს სიღარიბის პრობლემის დაძლევას საქართველოში.

energetikis_seqtoriსაქართველოს ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობა 

“საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის” პროექტი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მცდელობას გამოვლენილ იქნეს აღნიშნული ცვლილებების ავკარგიანობა მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენებისათვის და შემუშავებულ იქნეს რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს სიღარიბის პრობლემის დაძლევას საქართველოში.


საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ ხელშეკრულების ანალიზი

საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ ხელშეკრულების ანალიზი 

analiziსაქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ ხელშეკრულების ანალიზი 


“ბიომრავალფეროვნების კონვენცია და ეროვნული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი ველური სამკურნალო მცენარეების დაცვისა და სარგებლობის სფეროში”

"ბიომრავალფეროვნების კონვენცია და ეროვნული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი ველური სამკურნალო მცენარეების დაცვისა და სარგებლობის სფეროში"  1992 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვისა და განვითარების კონფერენციაზე რიო-დე-ჟანეიროში ხელი მოეწერა ბიომრავალფეროვნების კონვენციას, რითაც მსოფლიო საზოგადოებამ აღიარა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების უდიდესი მნიშვნელობა ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის. კონვენცია ძალაში შევიდა 1993 წლის 29 დეკემბერს და დღეისათვის იგი მსოფლიოს 180 ქვეყანას აერთიანებს. 1994 წელს საქართველო შეუერთდა …

mcenareebi"ბიომრავალფეროვნების კონვენცია და ეროვნული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი ველური სამკურნალო მცენარეების დაცვისა და სარგებლობის სფეროში" 

1992 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვისა და განვითარების კონფერენციაზე რიო-დე-ჟანეიროში ხელი მოეწერა ბიომრავალფეროვნების კონვენციას, რითაც მსოფლიო საზოგადოებამ აღიარა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების უდიდესი მნიშვნელობა ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის. კონვენცია ძალაში შევიდა 1993 წლის 29 დეკემბერს და დღეისათვის იგი მსოფლიოს 180 ქვეყანას აერთიანებს.
1994 წელს საქართველო შეუერთდა ბიომრავალფეროვნების კონვენციას და აიღო ვალდებულება დაიცვას ფლორის, ფაუნის, ეკოსისტემების მრავალფეროვნება საკუთარ ტერიტორიაზე და ამით ხელი შეუწყოს გლობალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. ამასთანავე, მიიღო ის უფლებები, რასაც კონვენცია აძლევს მის მხარეებს გენეტიკური რესურსებიდან მიღებული მოგების სამართლიანი განაწილების საკითხებში.


კასპიის ზღვის ინიციატივა

კასპიის ზღვის ინიციატივა  კასპიის ზღვის რეგიონის ნავთობის ათვისება უსწრაფესი ტემპით მიმდინარეობს. ნავთობის მოპოვება აქ, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო და მე-20 საუკუნის დასაწყისში, კასპიის ზღვის რეგიონში, მოიპოვებოდა მსოფლიოს ნავთობის პროდუქციის 50%. ამ დროის ნაშთი ჯერ კიდევ ეტყობა აზერბაიჯანის მთების ლანდშაფტს ათასობით გაუქმებული ნავთობის კოშკურის სახით. საბჭოთა კავშირის პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობდა როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო საბადოების ათვისება. ამჟამად კასპიის ნავთობის შეფასებული რეზერვების მოცულობა მერყეობს 15-30 მლნ ბარელიდან 100-200 მლნ …

kaspiis_zgvaკასპიის ზღვის ინიციატივა 

კასპიის ზღვის რეგიონის ნავთობის ათვისება უსწრაფესი ტემპით მიმდინარეობს. ნავთობის მოპოვება აქ, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო და მე-20 საუკუნის დასაწყისში, კასპიის ზღვის რეგიონში, მოიპოვებოდა მსოფლიოს ნავთობის პროდუქციის 50%. ამ დროის ნაშთი ჯერ კიდევ ეტყობა აზერბაიჯანის მთების ლანდშაფტს ათასობით გაუქმებული ნავთობის კოშკურის სახით. საბჭოთა კავშირის პერიოდში ინტენსიურად
მიმდინარეობდა როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო საბადოების ათვისება. ამჟამად კასპიის ნავთობის შეფასებული რეზერვების მოცულობა მერყეობს 15-30 მლნ ბარელიდან 100-200 მლნ ბარელამდე, რაც თითქმის უტოლდება სპარსეთის ყურეში არსებული ნავთობის მარაგს. დასავლეთის ექსპერტების შეფასებით, 2010 წლისთვის კასპიის ზღვის რეგიონში არსებული ნავთობისა და გაზის მარაგი გახდება დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ეკონომიკური კომპლექსის მოთხოვნათა დაკმაყოფილების ძირითადი წყარო.


Page 9 of 10« First...678910