ნაგავსაყრელების მოწყობასა და მართვასთან დაკავშირებული ზოგიერთი აქტუალური საკითხი

საქართველოში,  ნარჩენების ნაგავსაყრელებზე განთავსება, ნარჩენების მართვის ფორმებს შორის, ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა და სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, სულ მცირე, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.  ოფიციალური მონაცემებით,  ქვეყანაში 63  აღრიცხული ე.წ. „მართვადი“  ნაგავსაყრელია,  თუმცა ამ ნაგავსაყრელების გარდა აღურიცხავია უამრავი ნაგავსაყრელი,  რომელიც    ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემის გაუმართაობის გამო,  წლების განმავლობაში სპონტანურად ჩამოყალიბდა საქართველოს თითქმის ყველა დასახლებული პუნქტის სიახლოვეს. ჩამოტვირთვა

nagavsayreliსაქართველოში,  ნარჩენების ნაგავსაყრელებზე განთავსება, ნარჩენების მართვის ფორმებს შორის, ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა და სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, სულ მცირე, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.  ოფიციალური მონაცემებით,  ქვეყანაში 63  აღრიცხული ე.წ. „მართვადი“  ნაგავსაყრელია,  თუმცა ამ ნაგავსაყრელების გარდა აღურიცხავია უამრავი ნაგავსაყრელი,  რომელიც    ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემის გაუმართაობის გამო,  წლების განმავლობაში სპონტანურად ჩამოყალიბდა საქართველოს თითქმის ყველა დასახლებული პუნქტის სიახლოვეს. ჩამოტვირთვა


საქართველოს საგარეო ვალი და მდგრადი განვითარება

ამ საინფორმაციო ბროშურაში შეგიძლიათ გაეცნოთ  1996-2011 წლებში საქართველოს საგარეო ვალის დინამიკას. საქართველოს საგარეო ვალის მკვეთრი ზრდა 1996  წლიდან დაიწყო,  როდესაც საქართველოს მთავრობამ ინტენსიურად დაიწყო ვალის აღება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და მსოფლიო ბანკიდან. ჩამოტვირთვა

ამ საინფორმაციო ბროშურაში შეგიძლიათ გაეცნოთ  1996-2011 წლებში საქართველოს საგარეო ვალის დინამიკას. საქართველოს საგარეო ვალის მკვეთრი ზრდა 1996  წლიდან დაიწყო,  როდესაც საქართველოს მთავრობამ ინტენსიურად დაიწყო ვალის აღება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და მსოფლიო ბანკიდან. ჩამოტვირთვა


საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები

საჯარო პოლიტიკის ნარკვევი – "საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები" ერთ-ერთია მწვანე ალტერნატივას მიერ მომზადებული ანალიტიკური ნაშრომებიდან, რომლებიც ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება. მისი მიზანია წამოწიოს საჯარო პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში გადაუდებლად გადასაჭრელი საკითხები და ხელი შეუწყოს დისკუსიას ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და გარემოსდაცვითი მიზნების ჰარმონიულად მიღწევის გზებზე. ჩამოტვირთვა

საჯარო პოლიტიკის ნარკვევი - "საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები" ერთ-ერთია მწვანე ალტერნატივას მიერ მომზადებული ანალიტიკური ნაშრომებიდან, რომლებიც ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება. მისი მიზანია წამოწიოს საჯარო პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში გადაუდებლად გადასაჭრელი საკითხები და ხელი შეუწყოს დისკუსიას ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და გარემოსდაცვითი მიზნების ჰარმონიულად მიღწევის გზებზე. ჩამოტვირთვა


უზრუნველყოფს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობა ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვასა და მდგრად გამოყენებას

საჯარო პოლიტიკის ეს ნარკვევი ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება. მისი მიზანია წამოწიოს საჯარო პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში გადაუდებლად გადასაჭრელი საკითხები და ხელი შეუწყოს დისკუსიას ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და გარემოსდაცვითი მიზნების ჰარმონიულად მიღწევის გზებზე. ჩამოტვირთვა

Holand_1საჯარო პოლიტიკის ეს ნარკვევი ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება. მისი მიზანია წამოწიოს საჯარო პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში გადაუდებლად გადასაჭრელი საკითხები და ხელი შეუწყოს დისკუსიას ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და გარემოსდაცვითი მიზნების ჰარმონიულად მიღწევის გზებზე. ჩამოტვირთვა


თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ანალიზი

შპს “საქართველოს რკინიგზა” გეგმავს, თბილისის ცენტრალური ნაწილის შემოვლითი ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობასა და “დიდუბისა” და “ნავთლუღის” არსებული სარკინიგზო სადგურების მოდერნიზებას. პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ინვესტიციების მოსაპოვებლად, კომპანიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (ერგბ) 1 და ევროპის საინვესტიციო ბანკს (ესბ) მიმართა. პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს დაახლოებით 350 მილიონ ევროს. ჩამოტვირთვა

შპს “საქართველოს რკინიგზა” გეგმავს, თბილისის ცენტრალური ნაწილის შემოვლითი ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობასა და “დიდუბისა” და “ნავთლუღის” არსებული სარკინიგზო სადგურების მოდერნიზებას. პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ინვესტიციების მოსაპოვებლად, კომპანიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (ერგბ) 1 და ევროპის საინვესტიციო ბანკს (ესბ) მიმართა. პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს დაახლოებით 350 მილიონ ევროს. ჩამოტვირთვა


შენიშვნები და რეკომენდაციები თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე

შპს “საქართველოს რკინიგზა” გეგმავს თბილისის ცენტრალური ნაწილის შემოვლითი ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობასა და “დიდუბისა” და “ნავთლუღის” არსებული სარკინიგზო სადგურების მოდერნიზებას, რომლის განხორციელებისათვის საჭირო ინვესტიციების მოსაპოვებლად მიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB). პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 290 მილიონ ევროს.  გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, შპს “საქართველოს რკინიგზის” მთავარი მიზანია პროექტის განხორციელების გზით სარკინიგზო ოპერაციების უსაფრთხოებისა და …

DSC08088შპს “საქართველოს რკინიგზა” გეგმავს თბილისის ცენტრალური ნაწილის შემოვლითი ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობასა და “დიდუბისა” და “ნავთლუღის” არსებული სარკინიგზო სადგურების მოდერნიზებას, რომლის განხორციელებისათვის საჭირო ინვესტიციების მოსაპოვებლად მიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB). პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 290 მილიონ ევროს. 

გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, შპს “საქართველოს რკინიგზის” მთავარი მიზანია პროექტის განხორციელების გზით სარკინიგზო ოპერაციების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაზრდა. პროექტის შემკვეთის განმარტებით, "საქართველოს რკინიგზა", ძირითადად, აწარმოებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სატრანზიტო გადაზიდვებს (აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან შავი ზღვის პორტებისაკენ); ეს არის სახიფათო ტვირთი, რომლის გადაზიდვაც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე დაუშვებელია. ჩამოტვირთვა


შენიშვნები და კომენტარები, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების თაობაზე

მსოფლიო ბანკი გეგმავს 66 კმ სიგრძის ვაზიანი-თელავი-გომბორის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობას და ამისთვის გათვალისწინებული აქვს 60 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა. პროექტის მთლიანი სავარაუდო ღირებულება ცნობილი არ არის.   ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-მ განახორციელა საველე გასვლები პროექტის შესაძლო ზემოქმედების ქვეშ მყოფ სოფლებში (უჯარმა, პალდო, ოთარაანთი, სასადილო, გომბორი). ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრებისას აღმოჩნდა, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია დაგეგმილი საჯარო განხილვების შესახებ და შესაბამისად, არც პროექტთან დაკავშირებულ …

gzaმსოფლიო ბანკი გეგმავს 66 კმ სიგრძის ვაზიანი-თელავი-გომბორის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობას და ამისთვის გათვალისწინებული აქვს 60 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა. პროექტის მთლიანი სავარაუდო ღირებულება ცნობილი არ არის.  

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-მ განახორციელა საველე გასვლები პროექტის შესაძლო ზემოქმედების ქვეშ მყოფ სოფლებში (უჯარმა, პალდო, ოთარაანთი, სასადილო, გომბორი). ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრებისას აღმოჩნდა, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია დაგეგმილი საჯარო განხილვების შესახებ და შესაბამისად, არც პროექტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ფლობდნენ. ამასთან ვინაიდან, გზის მშენებლობა ზეგავლენას ახდენს ამ სოფლებზე, მოსახლეობის ნაწილმა გამოთქვა სურვილი აქტიური მონაწილეობა მიეღო დანიშნულ საჯარო განხილვაში და გამოეთქვათ თავისი შეშფოთება და სურვილები. ჩამოტვირთვა


საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტები და მათი ზეგავლენა გარემოსა და მოსახლეობაზე

მწვანე ალტერნატივა, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "2008 წლის აგვისტოს შემდგომი კრიზისის დასაძლევად საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება". პროექტის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს დასახმარებლად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და დონორი მთავრობების მიერ გამოყოფილი თანხების საშუალებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება/შერბილება და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი ალტერნატივების შეთავაზება. აგრეთვე, აგვისტოს ომის შედეგად …

მწვანე ალტერნატივა, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "2008 წლის აგვისტოს შემდგომი კრიზისის დასაძლევად საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება". პროექტის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს დასახმარებლად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და დონორი მთავრობების მიერ გამოყოფილი თანხების საშუალებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება/შერბილება და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი ალტერნატივების შეთავაზება. აგრეთვე, აგვისტოს ომის შედეგად გარემოზე მიყენებული ზარალის კომპენსაციის ხელშეწყობა. ჩამოტვირთვა


შენიშვნები შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარ ვარიანტზე.

baneri_GA

წარმოდგენილი დოკუმენტის შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ პროექტით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზი გადის დაცულ ტერიტორიებზე. ეს ცალსახად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და შესაბამისად, დონორების რეგულაციებს. ამდენად, საჭიროა კიდევ უფრო მეტად იქნეს დასაბუთებული დაცულ ტერიტორიების გავლით ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების აუცილებლობა. ამ დოკუმენტში წარმოდგენილი მასალა არ არის საკმარისი, იმის დასაბუთებისათვის, რომ არ იქნება დარღვეული გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე–5 მუხლში …

წარმოდგენილი დოკუმენტის შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ პროექტით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზი გადის დაცულ ტერიტორიებზე. ეს ცალსახად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და შესაბამისად, დონორების რეგულაციებს. ამდენად, საჭიროა კიდევ უფრო მეტად იქნეს დასაბუთებული
დაცულ ტერიტორიების გავლით ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების აუცილებლობა. ამ დოკუმენტში წარმოდგენილი მასალა არ არის საკმარისი, იმის დასაბუთებისათვის, რომ არ იქნება დარღვეული გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე–5 მუხლში მოცემულ გარემოს დაცვის პრინციპები, კერძოდ "პრიორიტეტულობის პრინციპი" – 
"ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეიძლება შეიცვალოს სხვა, ნაკლებრისკიანი, თუნდაც უფრო ძვირადღირებული ქმედებით. პრიორიტეტი ენიჭება უკანასკნელს, თუ მისი ღირებულება არ აღემატება ნაკლებადღირებული ქმედებით მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შედეგად ზარალის
ანაზღაურების ხარჯებს".

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარ ვარიანტზე.


საქართველოს სატყეო სექტორის პოლიტიკის ანალიზი.

mochrili_xeebi

1990-იანი წლებიდან სატყეო სექტორის რეფორმირების საკითხი აქტუალური განხილვის საგანია, მაგრამ რეალური ღონისძიებები ჯერ არ განხორციელებულა. არ არსებობს ეროვნული სატყეო პოლიტიკა. მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად პოლიტიკის შემუშავებისა და რეფორმის პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, ან რადიკალურად შეიცვალა მიმართულება. სხვადასხვა ხელმძღვანელობის პერიოდში შემუშავდა სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის ათამდე პროექტი, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. სუსტი იყო გადაწყვეტილების მიღების …

1990-იანი წლებიდან სატყეო სექტორის რეფორმირების საკითხი აქტუალური განხილვის საგანია, მაგრამ რეალური ღონისძიებები ჯერ არ განხორციელებულა. არ არსებობს ეროვნული სატყეო პოლიტიკა. მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად პოლიტიკის შემუშავებისა და რეფორმის პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, ან რადიკალურად შეიცვალა მიმართულება. სხვადასხვა ხელმძღვანელობის პერიოდში შემუშავდა სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის ათამდე პროექტი, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. სუსტი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართვის პოლიტიკური ნება. სატყეო პოლიტიკის ყველა ვარიანტის შემუშავების დროს ხდებოდა მისი მისადაგება უკვე გადაწყვეტილ მთავრობის კურსთან.

ამდენად, ამ უარყოფითი ტენდენციების აღმოსაფხვრელად სექტორი საჭიროებს ძირეულ და გადაუდებელ რეფორმირებას - პოლიტიკის, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე. 

ნაშრომი მომზადებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში. ჩამოტვირთვა


Page 6 of 8« First...45678