შენიშვნები და კომენტარები აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პირველი ვარიანტის თაობაზე

DSC04919

2008 წლის 19 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გამოაქვეყნა “მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პირველი ვარიანტი, რომლის გამოქვეყნებიდან დაიწყო აღნიშნული დოკუმენტის საჯარო განხილვების 120-დღიანი ციკლი.  პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 7 მილიონ ევროს (3 მილიონი ევრო – სესხი, 4 მილიონი ევრო – გრანტი), რომლის გამოყოფა იგეგმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების …

2008 წლის 19 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გამოაქვეყნა “მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პირველი ვარიანტი, რომლის გამოქვეყნებიდან დაიწყო აღნიშნული დოკუმენტის საჯარო განხილვების 120-დღიანი ციკლი. 
პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 7 მილიონ ევროს (3 მილიონი ევრო - სესხი, 4 მილიონი ევრო - გრანტი), რომლის გამოყოფა იგეგმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (ერგბ) და შვედეთის ფონდის შიდა-ს მიერ. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პირველი ვარიანტის თანახმად, პროექტის მიზანია მყარი ნარჩენების მართვა აჭარის მთელ ტერიტორიაზე, რაც ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. კერძოდ, პირველ ეტაპზე აქცენტი გადატანილი იქნება ქ. ბათუმზე, მის 
ახლომდებარე კურორტ ქობულეთსა და სანაპირო ზონაზე და ხელვაჩაურის ავტომაგისტრალის გასწვრივ მიმდებარე ტერიტორიაზე. მეორე ეტაპზე მოხდება მყარი ნარჩენების მართვის მოწინავე მეთოდების დანერგვა აჭარის სოფლებში. პროექტის 
განხორციელების არეალი მოიცავს ტერიტორიას შავი ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ, სადაც ცხოვრობს აჭარის მოსახლეობის დაახლოებით 80%. 

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-სა და CEE BANKWATCH NETWORK-ის შენიშვნები და კომენტარები აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პირველი ვარიანტის თაობაზე


ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში

დღეს ბუნებრივი კატასტროფებისგან მოსახლეობის დაცვა და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული, ეკოლოგიური და პოლიტიკური პრობლემაა საქართველოში. ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება მნიშვნელოვანი ელემენტია როგორც კატასტროფების მართვისთვის, ისე მდგრადი განვითარებისთვის. თუკი უწინ ძალისხმევა ძირითადად მიმართული იყო კატასტროფების შემდგომ რეაგირებაზე, დღეს მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კატასტროფებისადმი მზადყოფნას. კატასტროფების რისკი შესაძლებელია შემცირდეს  სხვადასხვა გზით – როგორც უშუალოდ ფიზიკურ მოვლენაზე მიმართული ღონისძიებებით, ისე ისეთი  ქმედებებით, რომლებიც …

katastrofebitდღეს ბუნებრივი კატასტროფებისგან მოსახლეობის დაცვა და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული, ეკოლოგიური და პოლიტიკური პრობლემაა საქართველოში. ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება მნიშვნელოვანი ელემენტია როგორც კატასტროფების მართვისთვის, ისე მდგრადი განვითარებისთვის. თუკი უწინ ძალისხმევა ძირითადად მიმართული იყო კატასტროფების შემდგომ რეაგირებაზე, დღეს მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კატასტროფებისადმი მზადყოფნას. კატასტროფების რისკი შესაძლებელია შემცირდეს 
სხვადასხვა გზით – როგორც უშუალოდ ფიზიკურ მოვლენაზე მიმართული ღონისძიებებით, ისე ისეთი 
ქმედებებით, რომლებიც მიმართულია მოწყვლადობის შემქმნელ ძირითად სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე.

ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში


საქართველოს წყლის ინფრასტრუქტურა – პრობლემები და პერსპექტივა

საქართველოში არსებული წყალსადენების სანიტარიულტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია,  მათი 60% ამორტიზებულია. 1987 წლის შემდეგ წყალსადენების ქსელში არ ჩატარებულა მნიშვნელოვანი  სარეკონსტრუქციო და შესაკეთებელი სამუშაოები, რის გამოც წყალსადენების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების 9273,9 კმ-დან 50%-ზე მეტი საჭიროებს გამოცვლას, კაპიტალურ და/ან მიმდინარე შეკეთებას. ამას ემატება სატუმბო სადგურების აღჭურვილობისა და დანადგარების მწყობრიდან გამოსვლა. არსებული წყალსადენების 69%-ს არ გააჩნია წყლის გასაუვნებელი დანადგარები, 28%-ს – სანიტარიული დაცვის ზონები, ხოლო 23%-ს …

wylis_seqtori_leafletსაქართველოში არსებული წყალსადენების სანიტარიულტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, 
მათი 60% ამორტიზებულია. 1987 წლის შემდეგ წყალსადენების ქსელში არ ჩატარებულა მნიშვნელოვანი 
სარეკონსტრუქციო და შესაკეთებელი სამუშაოები, რის გამოც წყალსადენების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების 9273,9 კმ-დან 50%-ზე მეტი საჭიროებს გამოცვლას, კაპიტალურ და/ან მიმდინარე შეკეთებას. ამას ემატება სატუმბო სადგურების აღჭურვილობისა და დანადგარების მწყობრიდან გამოსვლა. არსებული წყალსადენების 69%-ს არ გააჩნია წყლის გასაუვნებელი დანადგარები, 28%-ს - სანიტარიული დაცვის ზონები, ხოლო 23%-ს - ნედლი წყლის დასამუშავებელი აუცილებელი გამწმენდი ნაგებობები. სათავე ნაგებობებზე არასრულად ხორციელდება წყლის მომზადების სქემები, წყალგამწმენდი ნაგებობები ტექნიკურად გაუმართავია, განიცდიან საფილტრაციო მასალების, მოწყობილობებისა და წყლის მომზადებისათვის აუცილებელი ქიმიური რეაგენტების დეფიციტს. 70%-ზე მეტ წყალსადენებზე საქლორატოროების არ არსებობის და/ან მწყობრიდან გამოსვლის გამო არ ხდებოდა სასმელი წყლის სისტემატური დაქლორვა. შეფერხებულია წყლის მომზადების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სხვა.

საქართველოს წყლის ინფრასტრუქტურა - პრობლემები და პერსპექტივა


საქართველოს სატრანზიტო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მისი განვითარების გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტები

სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის, სატრანზიტო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია გარკვეულ უარყოფით ზეგავლენას ახდენს როგორც გარემოზე ასევე სოციუმზე.  აღსანიშნავია, რომ სწორედ ინფრასტრუქტულ პროექტებთან მიმართებაში იჩენს საქართველოს მთავრობა სიჩქარეს, ათავისუფლებს მათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების ვალდებულებისგან და აჩქარებს სხვადასხვა სანებართვო დოკუმენტაციის გაცემას. ყველა შემთხვევაში, ამგვარ დაჩქარებას ეწირება ხარისხი და უსაფრთხოება, რაც მთელ რიგ შემთხვევებში, მოითხოვს მნიშვნელოვანი დამატებითი ხარჯების გაწევას. საქართველოს სატრანზიტო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მისი …

transport_leafletსხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის, სატრანზიტო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია გარკვეულ უარყოფით ზეგავლენას ახდენს როგორც გარემოზე ასევე სოციუმზე. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ ინფრასტრუქტულ პროექტებთან მიმართებაში იჩენს საქართველოს მთავრობა სიჩქარეს, ათავისუფლებს მათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების ვალდებულებისგან და აჩქარებს სხვადასხვა სანებართვო დოკუმენტაციის გაცემას. ყველა შემთხვევაში, ამგვარ დაჩქარებას ეწირება ხარისხი და უსაფრთხოება, რაც მთელ რიგ შემთხვევებში, მოითხოვს მნიშვნელოვანი დამატებითი ხარჯების გაწევას.

საქართველოს სატრანზიტო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მისი განვითარების გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტები


ბიომრავალფეროვნების დაცვა და მართვა: საქართველოსა და ევროკავშირის მიდგომები

საქართველო, როგორც კავკასიის შემადგენელი ნაწილი, შედის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 200 გლობალურ ეკორეგიონში. ამავდროულად, ამ ბიომრავალფეროვნებას დეგრადაციისა და განადგურების  საფრთხე ემუქრება, რის გამოც შეტანილია მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების 34 ცხელ წერტილს შორის.  საქართველოს ბიომრავალფეროვნება – ეკოსისტემურ, სახეობრივ და გენეტიკურ დონეზე, საკმაო პრობლემებისა  და საფრთხის წინაშე დგას. ბიომრავალფეროვნების დაცვა და მართვა: საქართველოსა და ევროკავშირის მიდგომები

biomraval_leafletსაქართველო, როგორც კავკასიის შემადგენელი ნაწილი, შედის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 200 გლობალურ ეკორეგიონში. ამავდროულად, ამ ბიომრავალფეროვნებას დეგრადაციისა და განადგურების 
საფრთხე ემუქრება, რის გამოც შეტანილია მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების 34 ცხელ წერტილს შორის. 
საქართველოს ბიომრავალფეროვნება – ეკოსისტემურ, სახეობრივ და გენეტიკურ დონეზე, საკმაო პრობლემებისა 
და საფრთხის წინაშე დგას.

ბიომრავალფეროვნების დაცვა და მართვა: საქართველოსა და ევროკავშირის მიდგომები


მდგრადი ენერგეტიკის განვითარების წინაპირობები საქართველოში

ამჟამად საქართველოში არ არსებობს სტრატეგიული ხედვა ენერგოეფეტექურობის და განახლებადი  ენერგეტიკის განვითარებისათვის. პოლიტიკის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “საქართველოს ბუნებრივი პირობები საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად იქნეს განვითარებული ალტერნატიული ენერგიის წყაროები”, თუმცა, იგივე დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ “ტრადიციული და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენება თანაბარ პირობებში უნდა მოექცეს”, რაც პრინციპულად ზღუდავს განახლებადი ენერგეტიკის ფართოდ განვითარების შესაძლებლობებს და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირში არსებულ ალტერნატიული ენერგიის განვითარების პრაქტიკასა და პრინციპებს.  სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე არ ჩატარებულა ქვეყნის მთლიანი …

energy_leaflet1ამჟამად საქართველოში არ არსებობს სტრატეგიული ხედვა ენერგოეფეტექურობის და განახლებადი 
ენერგეტიკის განვითარებისათვის. პოლიტიკის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “საქართველოს ბუნებრივი პირობები საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად იქნეს განვითარებული ალტერნატიული ენერგიის წყაროები”, თუმცა, იგივე დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ “ტრადიციული და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენება თანაბარ პირობებში უნდა მოექცეს”, რაც პრინციპულად ზღუდავს განახლებადი ენერგეტიკის ფართოდ განვითარების შესაძლებლობებს და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირში არსებულ ალტერნატიული ენერგიის განვითარების პრაქტიკასა და პრინციპებს. 

სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე არ ჩატარებულა ქვეყნის მთლიანი ენერგოეფექტურობის შეფასება. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, საქართველოში ენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა. აქვე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კლება მოხდა ენერგიის მოხმარების შემცირების და არა ენერგოეფექტურობის ხარჯზე, ენერგოინტენსივობის მაჩვენებელები კი, როგორც სამრეწველო ისე საყოფაცხოვრებო სექტორში, საკმაოდ მაღალია.

მდგრადი ენერგეტიკის განვითარების წინაპირობები საქართველოში


წყლის რესურსების მართვა და დაცვა საქართველოსა და ევროკავშირის მიდგომები

წყლის რესურსების მართვა და დაცვა საქართველოსა და ევროკავშირის მიდგომები ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დღესდღეობით, წყლის მართვისა და დაცვის საკითხები საქართველოშიც ძალზე აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყანად ითვლება, წყლის რესურსები არათანაბრად არის გადანაწილებული და უმეტესად დასავლეთშია თავმოყრილი. ამდენად, წყლის მართვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად რესურსის სწორი გადანაწილება და რესურსით ღარიბი აღმოსავლეთ ნაწილის წყლით მომარაგება რჩება. გარდა ამისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ …

waret_leafletწყლის რესურსების მართვა და დაცვა საქართველოსა და ევროკავშირის მიდგომები

ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დღესდღეობით, წყლის მართვისა და დაცვის საკითხები საქართველოშიც ძალზე აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყანად ითვლება, წყლის რესურსები არათანაბრად არის გადანაწილებული და უმეტესად დასავლეთშია თავმოყრილი. ამდენად, წყლის მართვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად რესურსის სწორი გადანაწილება და რესურსით ღარიბი აღმოსავლეთ ნაწილის წყლით მომარაგება რჩება. გარდა ამისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ზედაპირული წყლების დაბინძურება, მათ შორის ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაც. 


დაიცავი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები

დაიცავი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები კონვენცია საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნითა და ფლორით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ (CITES), ანუ ვაშინგტონის კონვენცია მიღებულია 1973 წელს. მის მიზანს წარმოადგენს ველური ფაუნისა და ფლორის უკანონო მოპოვებისა და მათი არალეგაური ვაჭრობის წინაღმდეგ ბრძოლა, ექსპორტ-იმპორტისა და საერთაშორისო ვაჭრობის ეფექტური კონტროლის გზით. ამ კონვენციას საქართველო 1996 წელს მიუერთდა. 1996 წელს CITES-ის სამდივნომ და მსოფლიო საბაჟო …

saxeobebiდაიცავი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები

კონვენცია საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნითა და ფლორით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ (CITES), ანუ ვაშინგტონის კონვენცია მიღებულია 1973 წელს. მის მიზანს წარმოადგენს ველური ფაუნისა და ფლორის უკანონო მოპოვებისა და მათი არალეგაური ვაჭრობის წინაღმდეგ ბრძოლა, ექსპორტ-იმპორტისა და საერთაშორისო ვაჭრობის ეფექტური კონტროლის გზით. ამ კონვენციას საქართველო 1996 წელს მიუერთდა. 1996 წელს CITES-ის სამდივნომ და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითაც აღიარეს საბაჟო სამსახურების უმნიშვნელოვანესი როლი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობების არალეგალური ვაჭრობის აღკვეთისა და ამ გზით მათი დაცვის საქმეში. 


როგორ უნდა აღმოვაჩინოთ დარღვევა მცენარეული რესურსების ტრანსპორტირებისას

როგორ უნდა აღმოვაჩინოთ დარღვევა მცენარეული რესურსების ტრანსპორტირებისას  ხე-ტყისა ტრანსპორტირებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს ისეთი სახის დარღვევებს, როგორიცაა: ტვირთის თანმხლებ დოკუმენტაციაში მერქნიანი სახეობის არასწორად მითითება, მცირე რაოდენობის ჩვენება, ასევე შეუსაბამობა მერქნის მოცულობასა (კუბატურა) და მის წონას შორის. საქართველოდან ძირითადი საექსპორტო მერქნიანი სახეობაა წიფელი, ასევე წიწვოვნები – ნაძვი, სოჭი და ფიჭვი. შესაძლოა, გადამზიდავის მიერ წარდგენილ საბუთებში მითითებული იყოს ჭრაში დაშვებული მერქნიანი სახეობა, ხოლო მასთან …

mcenareebiროგორ უნდა აღმოვაჩინოთ დარღვევა მცენარეული რესურსების ტრანსპორტირებისას 

ხე-ტყისა ტრანსპორტირებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს ისეთი სახის დარღვევებს, როგორიცაა: ტვირთის თანმხლებ დოკუმენტაციაში მერქნიანი სახეობის არასწორად მითითება, მცირე რაოდენობის ჩვენება, ასევე შეუსაბამობა მერქნის მოცულობასა (კუბატურა) და მის წონას შორის. საქართველოდან ძირითადი საექსპორტო მერქნიანი სახეობაა წიფელი, ასევე წიწვოვნები - ნაძვი, სოჭი და ფიჭვი.
შესაძლოა, გადამზიდავის მიერ წარდგენილ საბუთებში მითითებული იყოს ჭრაში დაშვებული მერქნიანი სახეობა, ხოლო მასთან ერთად ფარულად გადაზიდულ იქნას ძვირფასი სახეობები: უთხოვარი, წაბლი, კაკალი, მუხა.


როგორ ვებრძოლოთ ტყის უკანონო ჭრას

როგორ ვებრძოლოთ ტყის უკანონო ჭრას  ჩვენს ქვეყანაში ტყის უკანონო ჭრის მთავარი მიზეზებია უდიდესი მოთხოვნილება საშეშე და სამასალე მერქანზე, ცუდი კანონმდებლობა, კანონის აღსრულების ხარვეზები და კორუფცის მაღალი დონე; ხოლო ხელშემწყობი ფაქტორია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სიღარიბე და სამუშაო ადგილების არარსებობა. ამ ფაქტორებმა ხე-ტყის ბიზნესი ერთეულებისათვის ზემოგების მომტან, ნახევრად ლეგალურ საქმიანობად აქცია, რომელიც ტყის ეკოსისტემებს განადგურებას უქადის. თუ რა უარყოფითი …

tyis_ukanono_chra_leafletროგორ ვებრძოლოთ ტყის უკანონო ჭრას 

ჩვენს ქვეყანაში ტყის უკანონო ჭრის მთავარი მიზეზებია უდიდესი მოთხოვნილება საშეშე და სამასალე მერქანზე, ცუდი კანონმდებლობა, კანონის აღსრულების ხარვეზები და კორუფცის მაღალი დონე; ხოლო
ხელშემწყობი ფაქტორია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სიღარიბე და სამუშაო ადგილების არარსებობა. ამ
ფაქტორებმა ხე-ტყის ბიზნესი ერთეულებისათვის ზემოგების მომტან, ნახევრად ლეგალურ საქმიანობად აქცია,
რომელიც ტყის ეკოსისტემებს განადგურებას უქადის. თუ რა უარყოფითი შედეგები მოსდევს ამას, ყველასათვის ცნობილია: კლიმატის ცვლილება, გადაშენების პირას მისული ცხოველთა სახეობები, გახშირებული წყალდიდობები, ღვარცოფები, მეწყერები და სხვა სტიქიური მოვლენები, ღარიბი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება რესურსის ამოწურვისა და საბინადრო პირობების გაუარესების გამო, ეკოლოგიური მიგრანტების (სტიქიური უბედურებების გამო იძულებით გადაადგილებულთა) დიდი არმიის გაჩენა.


Page 7 of 8« First...45678