როგორ დავგეგმოთ და ვაწარმოოთ ადვოკატირების კამპანია გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობისათვის – სახელმძღვანელო

სახელმძღვანელო განკუთვნილია გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისთვის, თუმცა, ის თანაბრად სასარგებლო იქნება სხვა სფეროებში მოღვაწე იმ ჯგუფებისთვისაც, რომლებიც ადვოკატირების გზით ცდილობენ საკუთარი მიზნების მიღწევას. სახელმძღვანელოში მოცემულია რჩევები ადვოკატირების კამპანიის უკეთ დაგეგმვისა და განხორციელებისათვის, ასევე აღწერილია ადვოკატირების კონკრეტული ინსტრუმენტები. ჩამოტვირთვა

სახელმძღვანელო განკუთვნილია გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისთვის, თუმცა, ის თანაბრად სასარგებლო იქნება სხვა სფეროებში მოღვაწე იმ ჯგუფებისთვისაც, რომლებიც ადვოკატირების გზით ცდილობენ საკუთარი მიზნების მიღწევას. სახელმძღვანელოში მოცემულია რჩევები ადვოკატირების კამპანიის უკეთ დაგეგმვისა და განხორციელებისათვის, ასევე აღწერილია ადვოკატირების კონკრეტული ინსტრუმენტები. ჩამოტვირთვა


როგორ ვიმოქმედოთ თუ პროექტი გვაზარალებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის საჩივრით მიმართვის შესაძლებლობები და პროცედურები

სახელმძღვანელოში განხილულია მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის სტრუქტურებისთვის საჩივრით მიმართვის და მისი განხილვის მექანიზმები. ჩამოტვირთვა

სახელმძღვანელოში განხილულია მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის სტრუქტურებისთვის საჩივრით მიმართვის და მისი განხილვის მექანიზმები. ჩამოტვირთვა


ოქროს მოპოვების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობისათვის – სახელმძღვანელო

სახელმძღვანელო გამოიცა ბოლნისის რაიონში ოქროსა და სპილენძის მოპოვებისა და გამამდიდრებელი საწარმოს ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, თუმცა, ის ასევე სასარგებლო იქნება საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც შეიძლება მოექცნენ ფერადი და იშვიათი ლითონების მოპოვებისა და გადამუშავების პროექტების ზეგავლენის ქვეშ. გამოცემაში აღწერილია ის საფრთხეები, რომელსაც უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს ოქროს მოპოვებისა და გამდიდრების არსებული …

სახელმძღვანელო გამოიცა ბოლნისის რაიონში ოქროსა და სპილენძის მოპოვებისა და გამამდიდრებელი საწარმოს ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, თუმცა, ის ასევე სასარგებლო იქნება საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც შეიძლება მოექცნენ ფერადი და იშვიათი ლითონების მოპოვებისა და გადამუშავების პროექტების ზეგავლენის ქვეშ. გამოცემაში აღწერილია ის საფრთხეები, რომელსაც უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს ოქროს მოპოვებისა და გამდიდრების არსებული პრაქტიკა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესაძლებლობები. ჩამოტვირთვა


სახელმძღვანელო მანგანუმის მოპოვების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობისათვის

სახელმძღვანელო გამოიცა ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებისა და მანგანუმის გამდიდრებელი საწარმოს ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, თუმცა, ეს გამოცემა სასარგებლო იქნება საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც შეიძლება მოექცnენ შავი ლითონების მოპოვებისა და გადამუშავების პროექტების ზეგავლენის ქვეშ. გამოცემაში აღწერილია ის საფრთხეები, რომელსაც უქმნის ადმიანის ჯანმრთელობასა და გარემოს ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებისა და გამდიდრების არსებული პრაქტიკა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის …

სახელმძღვანელო გამოიცა ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებისა და მანგანუმის გამდიდრებელი საწარმოს ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, თუმცა, ეს გამოცემა სასარგებლო იქნება საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც შეიძლება მოექცnენ შავი ლითონების მოპოვებისა და გადამუშავების პროექტების ზეგავლენის ქვეშ. გამოცემაში აღწერილია ის საფრთხეები, რომელსაც უქმნის ადმიანის ჯანმრთელობასა და გარემოს ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებისა და გამდიდრების არსებული პრაქტიკა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უფლბებისა და ინტერესების დაცვის შესაძლებლობები. ჩამოტვირთვა


სატყეო სექტორის დეცენტრალიზაცია სახელმძღვანელო

დღეისათვის საქართველოს ტყეები მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაშია. სახელმწიფო ტყის ფონდი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამგებლობაშია, მათ შორის: სატყეო დეპარტამენტი მართავს ტყეების – 84%-ს, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი – დაახლოებით 8%-ს. მცირე რაოდენობით ტყის ფართობები, მიჩენის წესით გადაცემული აქვს საქართველოს საპატრიარქოს. დანარჩენი ტყეების (დაახლოებით 8%) კუთვნილება გაურკვეველია. ძირითადად ეს არის ე.წ. ყოფილი საკოლმეურნეო ტყეები, რომელთა ფიზიკურად გადაცემა კოლმეურნეობების დაშლის შემდგომ პერიოდში სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ბალანსზე არ განხორციელებულა. ყოფილი …

satyeo_seqtoris_decentralizდღეისათვის საქართველოს ტყეები მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაშია. სახელმწიფო ტყის ფონდი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამგებლობაშია, მათ შორის: სატყეო დეპარტამენტი მართავს ტყეების - 84%-ს, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი - დაახლოებით 8%-ს. მცირე რაოდენობით ტყის ფართობები, მიჩენის წესით გადაცემული აქვს საქართველოს საპატრიარქოს. დანარჩენი ტყეების (დაახლოებით 8%) კუთვნილება გაურკვეველია. ძირითადად ეს არის ე.წ. ყოფილი საკოლმეურნეო ტყეები, რომელთა ფიზიკურად გადაცემა კოლმეურნეობების დაშლის შემდგომ პერიოდში სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ბალანსზე არ განხორციელებულა. ყოფილი საკოლმეურნეო ტყეების ნაწილს მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ან მათთან არსებული სახელმწიფო შპს-ები. 2007 წელს საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა სახელმწიფო ტყის ფონდის გარკვეული ნაწილის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადაცემის გეგმის თაობაზე; თუმცა, გარკვეულ მიზეზთა გამო, აღნიშნული დღემდე არ განხორციელებულა. 

სატყეო სექტორის დეცენტრალიზაცია სახელმძღვანელო


როგორ უნდა იმოქმედოთ, თუ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის შედეგად დაზარადლით

როგორ უნდა იმოქმედოთ, თუ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის შედეგად დაზარადლით - სამოქმედო სახელმძღვანელო როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდ განვითარების ინსტიტუტს, მსოფლიო ბანკს უზარმაზარი გავლენა აქვს მილიონობით ხალხის ცხოვრებაზე, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ცხოვრებაზე. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა მძიმე დაღი დაასვა ადგილობრივ საზოგადოებებს, კიდევ უფრო გააღარიბა მილიონობით ადამიანი, ზიანი მიაყენა გარემოს უამრავ მსესხებელ ქვეყნებში. ეს  განსაკუთრებით ხელშესახებია დიდი ინფრასტრუქტურული …

samoqmedo_saxelmzgvaneloროგორ უნდა იმოქმედოთ, თუ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის შედეგად დაზარადლითსამოქმედო სახელმძღვანელო

როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდ განვითარების ინსტიტუტს, მსოფლიო ბანკს უზარმაზარი გავლენა აქვს მილიონობით ხალხის ცხოვრებაზე, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ცხოვრებაზე. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა მძიმე დაღი დაასვა ადგილობრივ საზოგადოებებს, კიდევ უფრო გააღარიბა მილიონობით ადამიანი, ზიანი მიაყენა გარემოს უამრავ მსესხებელ ქვეყნებში. ეს 
განსაკუთრებით ხელშესახებია დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, დიდი კაშხლები, ნავთობსადენები, ჩქაროსნული გზები და ა.შ. თუმცა ე.წ. სტრუქტურული რეფორმირების პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს სექტორის რეფორმირებას ასევე საკმაოდ პრობლემატურია, რადგანაც იწვევს საშტატო ერთეულების გაუქმებას, სკოლებისა და ბაღების, სავაადმყოფოების რიცხვის შემცირებას, გარემოს დეგრადაციას და სხვ. დღესაც მსოფლიო ბანკის კრედიტები საკმაოდ წინააღმდეგობრივი ხასიათიასაა. მაგალითად, მხოლოდ 2007 წელს მსოფლიო ბანკში რამოდენიმე სკანდალს ჰქონდა ადგილი, რომელიც დაკავშირებული იყო როგორც კორუფციასთან ბანკის შიგნით, ასევე იმ პრობლემებთან რომელიც ბანკის პროქტების გამო წარმოეშვა ღარიბი ქვეყნების მოსახლეობას.


სახელმძღვანელო დიდი კაშხლების მშენებლობის შედეგად დაზარალებული თემებისათვის

სახელმძღვანელო დიდი კაშხლების მშენებლობის შედეგად დაზარალებული თემებისათვის უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საერთაშორისო მოძრაობა კაშხლების წინააღმდეგ გაფართოვდა და შესაბამისად მრავალი წარმატებაც იქნა მიღწეული, კერძოდ, შეჩერებულ იქნა ზოგიერთი კაშხლის მშენებლობა, შეთავაზებულ და განხორციელებულ იქნა ალტერნატიული წინადადებები – პატარა კაშხლების მშენებლობისა და წყლის კონსერვაციის პროექტები. მოძრაობის შედეგად მოსახლეობის ნაწილმა უკეთესი კომპენსაცია მიიღო, ასევე განხორციელდა ზოგიერთი ძველი კაშხლის დემონტაჟი. თუმცა მიუხედავად ამისა დიდი კაშხლების …

kashxlebiსახელმძღვანელო დიდი კაშხლების მშენებლობის შედეგად დაზარალებული თემებისათვის

უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საერთაშორისო მოძრაობა კაშხლების წინააღმდეგ გაფართოვდა და შესაბამისად მრავალი წარმატებაც იქნა მიღწეული, კერძოდ, შეჩერებულ იქნა ზოგიერთი კაშხლის მშენებლობა, შეთავაზებულ და განხორციელებულ იქნა ალტერნატიული წინადადებები - პატარა კაშხლების მშენებლობისა და წყლის კონსერვაციის პროექტები. მოძრაობის შედეგად მოსახლეობის ნაწილმა უკეთესი კომპენსაცია მიიღო, ასევე განხორციელდა ზოგიერთი ძველი კაშხლის დემონტაჟი. თუმცა მიუხედავად ამისა დიდი კაშხლების მშენებლობა კვლავ საფრთხეს წარმოადგმენს მრავალი თემისთვის.


ტყის უკანონო ჭრასთან ბრძოლისა და მონიტორინგის მეთოდები

ტყის უკანონო ჭრასთან ბრძოლისა და მონიტორინგის მეთოდები – სახელმძღვანელო საქართველოს მოქალაქეებისათვის სატყეო სფერო ძალზე რთულია. დაუხვეწავი და წინააღმდეგობრივი კანონმდებლობა, კორუფციის მაღალი დონე, რომელშიც ტრადიციულად ჩაბმულნი არიან ერთდროულად სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების  წარმომადგენლები (როგორც მაღალი რანგის, ისე რიგითი მოხელეები), ბუნდოვანი, არაერთმნიშვნელოვანი წესები და ნორმები, არაზუსტი დოკუმენტური მასალა – ეს იმ ფაქტორების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ართულებენ სატყეო სფეროში დარღვევების აღმოჩენასა და მონიტორინგს. აქვე უნდა …

tysi_ukanono_chrastan_brdzoტყის უკანონო ჭრასთან ბრძოლისა და მონიტორინგის მეთოდები - სახელმძღვანელო საქართველოს მოქალაქეებისათვის

სატყეო სფერო ძალზე რთულია. დაუხვეწავი და წინააღმდეგობრივი კანონმდებლობა, კორუფციის მაღალი დონე, რომელშიც ტრადიციულად ჩაბმულნი არიან ერთდროულად სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების 
წარმომადგენლები (როგორც მაღალი რანგის, ისე რიგითი მოხელეები), ბუნდოვანი, არაერთმნიშვნელოვანი წესები და ნორმები, არაზუსტი დოკუმენტური მასალა - ეს იმ ფაქტორების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ართულებენ სატყეო სფეროში დარღვევების აღმოჩენასა და მონიტორინგს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სატყეო სფერო მეცნიერების რთული და კომპლექსური დარგია და მასში გარკვევა სათანადო განათლებას საჭიროებს. ტყე ცოცხალი ორგანიზმია და მხოლოდ თეორიული განათლება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანი გაერკვეს, ერთის მხრივ, 
ტყის ეკოსისტემებში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებში, მეორეს მხრივ კი, შესაძლო დარღვევებში, რომლებიც ხდება სატყეო მეუნეობის მართვისა თუ ტყის პროდუქტებით ვაჭრობისას.

 


ბთჯ მილსადენის კომპანიის სოციალური და გარემოსდაცვითი ვალდებულებები/საჩივრების წარდგენისა და სადავო საკითხების მოგვარების მექანიზმები

ბთჯ მილსადენის კომპანიის სოციალური და გარემოსდაცვითი ვალდებულებები/საჩივრების წარდგენისა და სადავო საკითხების მოგვარების მექანიზმები დოკუმენტში წარმოდგენილია ინფორმაცია, რომელიც ნავთობსადენის პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობას ნათელ წარმოდგენას შეუქმნის იმის შესახებ, თუ რა გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებები აქვთ ბთჯ მილსადენის კომპანიასა და მის კონტრაქტორებს და როგორ უნდა იმოქმედოს და დაიცვას მოქალაქემ თავისი უფლებები სხვადასხვა პრობლემური საკითხის წარმოქმნისას. დოკუმენტში განხილულია ბთჯ ნავთობსადენის პროექტის განმახორციელებელი …

guide_2005ბთჯ მილსადენის კომპანიის სოციალური და გარემოსდაცვითი ვალდებულებები/საჩივრების წარდგენისა და სადავო საკითხების მოგვარების მექანიზმები

დოკუმენტში წარმოდგენილია ინფორმაცია, რომელიც ნავთობსადენის პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობას ნათელ წარმოდგენას შეუქმნის იმის შესახებ, თუ რა გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებები აქვთ ბთჯ მილსადენის კომპანიასა და მის კონტრაქტორებს და როგორ უნდა იმოქმედოს და დაიცვას მოქალაქემ თავისი უფლებები სხვადასხვა პრობლემური საკითხის წარმოქმნისას. დოკუმენტში განხილულია ბთჯ ნავთობსადენის პროექტის განმახორციელებელი კომპანიების/ორგანიზაციების მიერ დადგენილი საჩივრების წარდგენისა და სადავო საკითხების მოგვარების მექანიზმები (პროცედურები, საშუალებები). მოსახლეობის 
მიერ აღნიშნული მექანიზმების უფრო ეფექტურად გამოყენების მიზნით, ასევე წარმოდგენილია ჩვენი რჩევები.


საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (მსოფლიო ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან)

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (მსოფლიო ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან) სახელმძღვანელო

ebrd_wbსაერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (მსოფლიო ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან) სახელმძღვანელო


Page 2 of 212