dgvari

როგორ მიიღება სასოფლო-სამეურნეო მიწის შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში, როდესაც საქმე ეხება განვითარების პროექტებს? როგორ იგებენ მიწის მესაკუთრეები და მოსარგებლეები დაგეგმილი პროექტების შესახებ? აქვთ, თუ არა მათ შესაძლებლობა, ზეგავლენა მოახდინონ გადაწყვეტილებებზე?   რამდენი სასოფლო-სამეურნეო მიწა მიაქვს  ყოველწლიურად განვითარების პროექტებს საქართველოში?

ამ საკითხებზე მსჯელობს  „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ქეთი გუჯარაიძე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის “მწვანე აკადემიის“ ფარგლებში.  

 

2019 წლის აგვისტოში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა  “მწვანე აკადემიას“ უკვე მეხუთედ უმასპინძლა და გააერთიანა ახალგაზრდა აქტივისტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მეცნიერები და მკვლევრები.  

ფონდის განმარტებით, „მწვანე აკადემია საზაფხულო სკოლაა, რომლის  პროგრამაც ეხმიანება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებს, აქტივისტურ ჯგუფებში მიმდინარე პროცესებს და მწვავე სოციალურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს”.

სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებული ინვესტიციების სოციალური ასპექტები საქართველოში, ჩამოტვირთეთ პრეზენტაცია