ჩილე, ატაკამას უდაბნო/ Chile, Atacama Desert

"საქართველოში, განვითარების პროექტების პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენის ქვეშ მოქცეული თემები ხშირად ხდებიან კრიტიკისა და დაცინვის ობიექტი, ზოგჯერ კი, მათი კრიმინალიზებაც ხდება, როდესაც ისინი ითხოვენ კომპენსაციას დაბინძურებული და გაუარესებული საარსებო გარემოს გამო … თითქოს ისინი რაღაც გაუგონარს, დაუშვებელს და გასაკიცხს ითხოვენ", - წერს "მწვანე ალტერნატივას" პოლიტიკის ანალიტიკოსი, ქეთი გუჯარაიძე საჯარო პოლიტიკის ნარკვევში, რომელიც  საინვესტიციო პროექტების დროს ადგილობრივი თემებისა და ინვესტორების ურთიერთობას ეხება. 

მასალაში ავტორი მსოფლიოში გავრცელებულ სხვადასხვა მეთოდს მიმოიხილავს, მათ შორისაა ერთ-ერთი - საინვესტიციო პროექტებში ადგილობრივი მოსახლეობის მეწილეობა, რომელიც ნარკვევში დეტალურად ჩილეში, ატაკამას უდაბნოში მიმდინარე პროექტების მაგალითზეა განხილული.

ჩილეში, ატაკამაში, ადგილობრივ მოსახლეობას, ისევე როგორც ინვესტორებს  ავტორი თავად შეხვდა: წელს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით, საქართველოს მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ჩილეში გამართულ სასწავლო ვიზიტში, რომლის მთავარი თემაც წიაღის რესურსების პასუხისმგებლიანი მართვა იყო. 

ნარკვევის სრულად გასაცნობად მიჰყევით ბმულს.

პუბლიკაცია  მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისთვის და პირველად გამოქვეყნდა ფონდის ვებ-გვერდზე.