forest_2018

„საქართველოს ტყის კოდექსი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც განსაზღვრავს, როგორ იმართოს ქვეყნის ტერიტორიის 40% მომავალი წლების განმავლობაში. საქართველოს ტყით დაფარული ნაწილზე დამოკიდებულია მთელი ქვეყნის უზრუნველყოფა სასიცოცხლო რესურსებით – ეკოსისტემური სერვისებით. ამაში არა მხოლოდ მოსახლეობის შეშითა და სამასალე მერქნით უზრუნველყოფა, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებაც (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, კომუნალური სექტორი, ტურიზმი, რეკრეაცია და სხვ.) იგულისხმება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ტყის ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა კლიმატისა და წყლის ხარისხის რეგულაცია, მიწის ნაყოფიერება, სტიქიური მოვლენებისგან მოსახლეობის დაცვა და პრევენცია, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვ. იხილეთ ვრცლად