არასამთავრობოების მიმართვა კულტურის სამინისტროს საყდრის საბადოსთან დაკავშირებით. წყარო: ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს კულტურის სამინისტროს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს საყდრისი-ყაჩღიანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შპს „RMG Gold“-ს საყდრისის ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოების უფლება მიეცა. ამასთან, არასამთავრობოები სამინისტროსგან ითხოვენ გამოაქვეყნოს ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რის საფუძველზეც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.