არასამთავრობოები საკონსტიტუციო ცვლილებებზე ფედერიკა მოგერინს, დონალდ ტუსკს, ჟან-კლოდ იუნკერს და ტომას მარკერტს ღია წერილით მიმართავენ. წყარო: საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის, ევროპარლამენტის დეპუტატებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, ვენეციის კომისიის მდივან ტომას მარკერტს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ღია წერილით მიმართავენ.