არასამთავრობოებმა ქუთაისელი მეტალურგების მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს. წყარო: ახალი 7 დღე

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შეშფოთებას გამოთქვამენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ 2011 წლის 15 სექტემბრის საღამოს ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა ‘’ჰერკულისის’’ გაფიცული და მოშიმშილე პროფკავშირის წევრების უკანონო დარბევისა და დაკავების ფაქტების გამო.