არა კაშხლებს! – 20 გარემოსდამცველის არგუმენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წყარო: ნეტგაზეთი

რატომ ეწინააღმდეგებიან გარემოსდამცველები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან მდინარეებზე კაშხლებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას? რა გამოწვევებთან ბრძოლა უხდებათ სამოქალაქო აქტივისტებს სახელმწიფოსთან და დიდ კორპორაციებთან ურთიერთობისას და რა გავლენას იქონიებს ჰიდრორესურსების არასწორი მართვა კლიმატის ცვლილებაზე – ამ საკითხებზე სასაუბროდ თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე შეიკრიბნენ.