"არა პანორამას, ქალაქი ჩვენია!" წყარო: ლიბერალი

დღეს თავისუფლების მოედანზე დაწყებული აქცია „არა პანორამას“ სოლოლაკის ქედზე დასრულდა. პროექტის მიხედვით, 3-ნაწილიანი კომპლექსის ორი ნაწილი სწორედ თავისუფლების მოედანზე, ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილას და მიმდებარედ, მეორე კი სოლოლაკის ქედზე უნდა აშენდეს. საკრებულომ კი გასულ თვეში ამ უკანასკნელს ზონალური სტატუსი შეუცვალა და ახლა მანამდე დაუშვებელი მშენებლობა შესაძლებელი გახდა.