"არა ხუდონჰესს და სხვა დიდ ჰესებს!"- აქცია კანცელარიასთან.  წყარო: ლიბერალი

„არა – ხუდონჰესს და სხვა დიდ ჰესებს!“ – დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის შეჩერებას ითხოვდნენ. ისინი ასევე მოუწოდებდნენ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება, პროგრამა და საკანონმდებლო დონეზე აკრძალოს დიდი ჰესების მშენებლობა, რასაც მათი აზრით გაუმართლებელი რისკები და დანაკარგები მოაქვს ქვეყნისთვის.