არ ენდოთ ხორვატიულ კომპანიას, რომელიც მთის გზებს „აპროექტებს“. წყარო: „მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემა

უთა-როშკას საავტომობილო გზის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში შესრულებულია ძალიან დაბალ დონეზე, არ ეფუძნება არანაირ კვლევას და გადაწერილია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შესრულებული გზშ-ს ანგარიშებიდან.