ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ" რამდენიმე მედიასაშუალებას ეთიკის ქარტიის საბჭოში უჩივლა. წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ გაზეთებს „რეზონანსს“, „24 საათს“, საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს“ და „კახეთის საინფორმაციო ცენტრს“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში უჩივლა. „მწვანე ალტერნატივა“ მედიასაშუალებებს ეთიკის ქარტიის და ქარტიის წესდების დარღვევაში ადანაშაულებს.