ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივა” წარმოადგენს ანგარიშს პრივატიზაციაში დარღვევების შესახებ. წყარო: რადიო თავისუფლება 

დღეს ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა" მორიგ ანგარიშს წარმოადგენს სახელწოდებით „სახელმწიფო ქონების პრივატიზების აგრესიული პოლიტიკა, ანუ „პრივატიზება ქართულად-2". პირველი მსგავსი ანგარიში "მწვანე ალტერნატივამ" 3 წლის წინ გამოაქვეყნა და მასში აღწერილი იყო 2005-2007 წლებში პრივატიზების პროცესის მინიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები.