ასოცირების ხელშეკრულება და ვალდებულებები. წყარო: მედია-კავშირი ობიექტივი

როგორ ასრულებს საქართველოს ხელისუფლება 2014 წელს ევროკავშირთან დადებულ ასოცირების ხელშეკრულებას? არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ გარემოს დაცვის მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.  მესამე სექტორში აცხადებენ, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, გარემოს დაცვის მიმართულებით მაინც რჩება გადაუჭრელი პრობლემები. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი აღებულ ვალდებულებებს დროულად არ შეასრულებს, ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემები შეექმნება.