ახალი ბუნების ძეგლები დაცული ტერიტორიის 9 ჰექტარის სანაცვლოდ. წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ყაზბეგში „დარიალი ჰესის“ მშენებლობისთვის ეროვნული პარკის ტერიტორიიდან ჩამოჭრილი 9 ჰექტარის კომპენსაციის მიზნით გარემოს დაცვის სამინისტრო ბუნების 3 ახალ ძეგლს ქმნის. გარემოსდამცველი ირაკლი მაჭარაშვილი მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ ბუნების ახალი ძეგლების შექმნა „დარიალი ჰესის“ მშენებლობითა და ოპერირებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციას ვერ მოახდენს.