ბათუმელები ითხოვენ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე პორტში ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა არ გაიცეს. წყარო: აჭარის ტელევიზია

"ძველი ბულვარის დამცველებმა" და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა  ლაშა კომახიძეს საჯარო წერილი გაუგზავნეს, სადაც სთხოვენ პორტში ტერმინალის  მშენებლობაზე ნებართვა მანამდე არ გაიცეს, ვირდე არ ექნებათ ბათუმელებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი და არ მოხდება ამ პროცესში საზოგადოების ჩართვა.