ბატონო პრემიერო, ეს არის ჩვენი ბოლო მომართვა – აქტივისტები რივიერას დასაცავად. წყარო: ბათუმელები

საზოგადოება „ბათომი“, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ ბათუმის კონცხზე ხუთი კოშკის დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართავენ.