ბროლისწყალზე ჰესის მშენებლობა ისევ მოითხოვეს. წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

შპს „ყაზბეგი ჰესმა“ ხდის ხეობაში, მდინარე ბროლისწყალზე ჰესის მშენებლობისათვის აუცილებელი ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის გასაცემად, გარემო დაცვის სამინისტროს ისევ მიმართა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი ანგარიშის განხილვა  29 აგვისტოს არის დაგეგმილი. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ განცხადებით, განხილვა 29 აგვისტოს სპეციალურად ჩანიშნეს, რადგან მოხევეებმა მასში მონაწილეობა ვერ მიიღონ. მარიამობის მომდევნო დღეს ყაზბეგში ტრადიციულად მიცვალებულებს მოიხსენიებენ.