ბროლისწყლის ჰესი: "ისეთი სილამაზე ნადგურდება, რომლის მსგავსსაც ადამიანის ხელი ვერ შექმნის". წყარო: რადიო თავისუფლება 

ოთხშაბათს სტეფანწმინდაში ხდის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის პროექტის განხილვას ესწრებოდა ზაზა წიკლაური, მოხევე, ამ კუთხის გულშემატკივარი, რომელმაც გვიამბო, ამჯერად „რა ნესტარითაცააა ნაჩხვლეტი“: „ეს, რა თქმა უნდა, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს არსებულ ლანდშაფტს. პირველ რიგში, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს არის საოცარი სანახაობა და ვიზუალური მხარე არის აბსოლუტურად… ისეთი სილამაზე ნადგურდება, რომლის მსგავსსაც ადამიანის ხელი ვერ შექმნის. საკმაოდ გაუაზრებელი გამოდის ჩვენი ქმედება, როცა, ერთი მხრივ, ვხარჯავთ მილიონებს ძეგლების შესაქმნელად, მეორე მხრივ, ბუნების ბოძებულს, ღვთის ბოძებულს ვანადგურებთ და ამისთვისაც მილიონებს ვხარჯავთ. ის ექვსი მეგავატი, რომელიც შეიძლება ჰესმა მისცეს ინვესტორს თუ მეპატრონეს, – თუ გნებავთ, საქართველოს, – სრულიად შეუსაბამოა იმ ზიანთან, რომელიც ამ ბუნების განდგურებას მოჰყვება“.