„ბუნდოვნად“ გაყიდული ზეკარი და ჩინური ინტერესები ქართულ ტყეებზე. წყარო: დამოუკიდებელი გაზეთი PS

საქართველოს ხელისუფლებამ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, რამდენიმე წლის წინ სატყეო რეფორმის განხორციელება დაიწყო. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ეგრეთ წოდებულ „რეფორმას“ ნაჩქარევად და გაუთვლელად მიიჩნევდნენ. გარემოს დაცვის საკითხების ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ ეს ტყეების დეგრადაციას, ნიადაგის ეროზიას და უკანონო ჭრების მოცულობის მომატებას გამოიწვევდა.