ბუნება – აუცილებელი პარტნიორი. წყარო: Presa.ge

„გლობალური დათბობა“ ის ორი სიტყვა აღმოჩნდა, რომლის მიმართ შიშის გრძნობა დედამიწის მოსახლეობაში ყოველწლიურად იმატებს. წყალდიდობების, ხანძრების, ქარიშხლების, უჩვეულო ბუნებრივი მოვლენების შემყურე კაცობრიობა ცდილობს, ახლა მაინც მიაქციოს ყურადღება იმას, რასაც წლების განმავლობაში უგულებელჰყოფდა – აუცილებელ პარტნიორობას გარემოსთან, როგორც საკუთარი არსებობის შენარჩუნების საშუალებასთან. განვითარების გასაღები გონიერი ქვეყნებისთვის დღეს ამ ქოლგის ქვეშ მოიაზრება.