გადასახლების მოლოდინში. წყარო: ჟურნალი ლიბერალი

80 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მდინარე რიონის აუზში გაშენებული სოფლის, ქვემო ონჭეიშის მცხოვრებლებმა პირველად გაიგეს, რომ რიონზე, მათი კარ-მიდამოს ადგილას, ჰიდროელექტროსადგურის აშენება იგეგმებოდა. ნამახვანის ჰესი – ასე დაერქმეოდა კაშხალს, რომელსაც საბჭოთა საქართველოს ელექტრომომარაგების საქმეში განსაკუთრებული წვლილი უნდა შეეტანა.