გაიზრდება თუ არა ელ.ენერგიის ფასი ჰესების გამო? – რას წერენ მსოფლიო ბანკის ექსპრეტები. წყარო: ნეტგაზეთი

“მწვანე ალტერნატივის” ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ მომზადებული ანალიზის მიხედვით, საქართველოში ზოგიერთი ჰესის მშენებლობამ, შესაძლოა, მომავალში გაზარდოს ელ.ენერგიის ტარიფი. ეკონომიკის სამინისტროში ამ ცნობას არ ადასტურებენ.