გამონაბოლქვთან ბრძოლა აქციებით – ევროკავშირამდე გასავლელი გზა. წყარო: ნეტგაზეთი

იმის გამო, რომ ქვეყნის კანონმდებლობა არ ზღუდავს დასახლებულ უბნებში საწარმოების გახსნას, გამონაბოლქვით შეწუხებულ მოსახლეობას ამჯერად თბილისის ერთ-ერთ უბანში საკუთარი უფლებების დასაცავად ფეროშენადნობ საწარმოსთან მორიგეობა და მისი მუშაობისთვის ხელის შეშლა უწევს.