განვითარების პროექტები იძულებითი განსახლების ხარჯზე. წყარო: რადიო თავისუფლება 

”იძულებითი განსახლება ეს არის გამოსავლის ძიების უკიდურესი ფორმა”, მიაჩნიათ მკვლევარებს, რომლებმაც საქართველოში მიმდინარე განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლების საკითხები შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ უკანასკნელ წლებში არაერთი მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული თუ ტურიზმის ხელშემწყობი პროექტების განხორციელების ფონზე, გარდა პოზიტიური შედეგებისა, ხშირად პროცესს თან სდევს ადამიანების იძულებითი განსახლება, რაც ხშირად მათი უფლებების დარღვევის ხარჯზე ხდება.