გარდამავალ პერიოდი ნიკეას ნაგავსაყრელიდან – ქუთაისში ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელის მოლოდინში. წყარო: ინტერნეტ გამოცემა Newpress.ge

გადასწორებული ნარჩენები, მიწით დაფარული ტერიტორია, მდინარე რიონის პირას გაკეთებული დამცავი ჯებირი, გაწმენდილი არხი და გასუფთავებული გარე ტერიტორია – ეს არასრული ჩამონათვალია ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელთან მიმართებაში იმ შესრულებული სამუშაოების, რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე  თვის წინ  საზოგადოებისათვის დაპირებებად ჟღერდა.