გარდაცვლილი რეინჯერების ოჯახებისთვის სოციალური შეღავათის დაწესებას ითხოვენ. წყარო: „მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ბრაკონიერებმა სამი რეინჯერი მოკლეს, 6 გარემოსდამცველი კი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გარემოს დაცვის სფეროს თანამშრომელთა ოჯახებისთვის სოციალური შეღავათების დაწესების საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის.