გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიაზე იმსჯელეს. წყარო: თაიმერი

შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის კონცეფცია, სტრუქტურა და მიმართულებები გააცნო, რომლის დახვეწის პროცესი ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს.