გარემოსდამცველები: თბილისი გამწვანებით ვერ დაიკვეხნის. წყარო: რადიო თავისუფლება 

პარკების საერთაშორისო დღე მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. საქართველოში ამ დღის აღნიშვნა 5 წლის წინ დაიწყეს. რამდენიმე გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ  პარკების საერთაშორისო დღე სხვადასხვა რეგიონში ხეების დარგვით აღნიშნა. რა მდგომარეობაშია თბილისში არსებული პარკები და რეკრეაციული ზონები?