ბრძოლა თერგისთვის – დარიალჰესის საქმე. წყარო: ლიბერალი

თითქმის ორთვიანი პროცესის შემდეგ 19 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ დარიალჰესის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. “მწვანე ალტერნატივა” საქალაქო სასამართლოს 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა. ამ გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დარიალჰესის მშენებლობაზე გაცემული დადებითი ეკოლოგიური დასკვნა ძალაში დარჩა.