გარემოსდაცვით პრობლემებზე სახალხო დამცველმა საჯარო დებატები გამართა. წყარო: საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

თემაზე “გარემოსდაცვითი პრობლემები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში” სახალხო დამცველმა მორიგი საჯარო დებატები გამართა. 
ომბუდსმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, განხილვის მთავარ საკითხს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალის ხარვეზები და სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული დარღვევები წარმოადგენდა.