გარემოს დამცველები: "არა" დიდ ჰესებს!. წყარო: რადიო თავისუფლება 

”არა" – დიდ ჰესებს! – ამ ლოზუნგით გარემოს დამცველები საქართველოში დაგეგმილი 15 ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. საჯარო დისკუსია ამ თემაზე 11 თებერვალს, ”კინოს სახლში” გაიმართა. დისკუსიაში, სხვადასხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციების გარდა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ.