გარემოს დაცვის კანონი – ინდულგენცია თუ ამნისტია? წყარო: რადიო თავისუფლება 

გარემოს დამცველი და სხვა 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი 23 მარტს პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეიკრიბა, რათა პრეზდენტისთვის  ვეტოს დადება მოეთხოვა პარლამენტის მიერ 20 მარტს  ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში”  შეტანილ ცვლილებებზე. აღნიშნული ცვლილებები შეეხო  ”გარემოს დაცვის შესახებ ”კანონსაც.