გაფრთხილება მთავრობას სნოს ხეობიდან – უსაფრთხო გარემოს არაფერში ვცვლით! წყარო: „მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემა.

„ამ ლამაზი სოფლების დანგრევა და გაუბედურება შეიძლება? გააკეთონ ის მაღალი ძაბვა, მაგრამ ააცილონ სოფლებს, ხალხს. ჩვენ ტრანზიტად ნუ გამოგვიყენებენ. ძალიან ვიწრო ხეობაა და არაფრით არ შეიძლება, დავიხოცებით. აქ რომ მაღალი ძაბვა გამოიყვანონ, სნოს ხეობა აღარ იქნება. სახლებს თუ ააცილებენ და ტყეს გაანადგურებენ,