გაჩეხილი ტყე აღწერეს. წყარო: რადიო თავისუფალი

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ინვენტარიზაციის პროცესი დაასრულა. პროექტის ფარგლებში, ტყის ამ მასივის მდგომარეობა შეისწავლეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, 1998 წლის შემდეგ ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანში ინვენტარიზაცია პირველად განხორციელდა.