გზის რეაბილიტაციით ასობით ოჯახს არანებაყოფლობითი განსახლება ემუქრება. წყარო: არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი 

საგარეჯოს და თელავის რაიონების სოფლებში მცხოვრებ ასობით ოჯახს არანებაყოფლობითი განსახლება ემუქრება. ვაზიანი – გომბორი – თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი, გზის არსებული მარშრუტის აღდგენას ითვალისწინებს, რაც გზის გაგანიერებასაც მოიცავს. ადგილობრივი მოსახლეობა, ვისზედაც გზის მშენებლობა ზეგავლენას ახდენს, პროექტის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობს.