გია ცაგარეიშვილი: „ვფიქრობ, დარიალჰესზე ნებართვა კანონდარღვევით გაიცა". წყარო: ლიბერალი

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ დარიალჰესის საქმეზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის სულაც არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მდინარე თერგზე დარიალჰესის მშენებლობაზე გაცემული დადებითი ეკოლოგიური დასკვნა ძალაში დარჩა

„სულაც არ გამიხარდა, რომ „მწვანე ალტერნატივამ“ ეს საქმე წააგო. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ლიცენზია კანონდარღვევით გაიცა,“ – განაცხადა ცაგარეიშვილმა.