გორის ნაგავსაყრელი მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. წყარო: Prime Time

57 წლის ნოდარ გერლიანი, მეუღლესთან ერთად, გორის ნაგავსაყრელზე ცხოვრობს. სოციალური დახმარების გარდა, სხვა არანაირი შემოსავალი რომ არ ჰქონდა, გადაწყვიტა, იმ ტერიტორიაზე დასახლებულიყო, სადაც საარსებო მინიმუმის შესაძენად რაიმე პირობას შეიქმნიდა.